Microsoft-ის ხმის ასისტენტი Cortana გაძლიერებული შესაძლებლობებით გვიბრუნდება
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Microsoft აქტიურად წყვეტს მისივე შექმნილ Cortana-ს განვითარებას Android და iOS პლატფორმებზე, იგი აუმჯობესებს ხმის ასისტენტს Windows კომპიუტერებზე. Windows-ის ახალ ვერსიას, რომელიც ჯერჯერობით, ხელმისაწვდომია მხოლოდ ბეტა ტესტერებისთვის, დაემატა Cortana-ს დახმარებით ფაილის ძებნისა და გახსნის ფუნქცია.
შეგიძლიათ უბრალოდ უთხრათ Cortana-ს, თუ რა ფაილის გახსნა გსურთ და ის ამას ავტომატურად გააკეთებს. პროფესიონალი მომხმარებლებს, ვინც აქტიურად იყენებს Onedrive-ს ან Sharepoint-ს, ასევე შეუძლიათ ფაილების ხმით მოძებნა/გახსნა კომპიუტერზე შეერთებულ და გაზიარებულ საერთო ქსელზე. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ არ დაგჭირდებათ კონკრეტულად მიუთითოთ ფაილის ადგილმდებარეობა, Cortana მას ყველგან მოძებნის.
როგორც Microsoft აცხადებს, Cortana-ს ხელოვნური ინტელექტი იმდენად ზუსტი იქნება, რომ ის მხოლოდ ფაილის სახელის წარმოთქმით ან სულაც მისი ავტორის მითითებით, მარტივად შეძლებს სასურველი დოკუმენტის პოვნას.
კომენტარები