ახალი რეკორდი — ბავშვი 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან დაიბადა
მოლი გიბსონი ამ წლის ოქტმობერში დაიბადა. მისი ემბრიონი კი 1992 წელს გაიყინა და ამდენი ხნის მანძლზე მშობელს ელოდებოდა. ამ მაჩვენებლით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა, რადგან მანამდე ყველაზე ძველი ემბრიონი, საიდანაც ბავშვი დაიბადა, 24 წლის წინ იყო გაყინული.
"ძალიან გახარებულები ვართ", — ამბობს ტინა გიბსონი, რომელმაც მოლი იშვილა. "ჯერ კიდევ ცრემლი მადგება". გიბსონების ოჯახს ბავშვი დიდი ხნის მანძილზე არ უჩნდებოდა.
მოლი გიბსონი NEDC-ის, არასამთავრობო ორგანიზაციის წყალობით დაიბადა, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების მსურველი მშობლების მხრიდან უგულებელყოფილ ემბრიონებს ინახავს.
გიბსონების მსგავსად, ოჯახს შეუძლია შენახული ემბრიონი გამოიყენოს. NEDC-ის მიეხდვით, აშშ-ში ამ დროისთვის დაახლოებით მილიონი გაყინული ემბრიონი ინახება.
NEDC 17 წლის წინ დაარსდა და კომპანიის მიერ შენახული ემბრიონების მეშვეობით უკვე 1000-მდე ბავშვი დაიბადა. პოტენციურ მშობლებს შეუძლიათ ემბრიონის დონორები გაიცნონ, თუ ამას ისურვებენ. კომპანია წყვილებს დონორების ოჯახურ პროფილს და ისტორიას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ გიბსონებმა ემბრიონის მეშვეობით ერთი ბავშვი, ემა უკვე იშვილეს. მოლი ემას გენეტიკური და არის, ორივეს ემბრიონი 1992 წელს გაყინეს, როცა ტინა გიბსონი, ადამიანი რომელმაც ეს ბავშვები გააჩინა, იმ დროს მხოლოდ 1 წლის იყო.
NEDC-ის მიხედვით, გაყინული ემბრიონების სიცოცხლის ხანგრძლივობა, პოტენციურად, უსასრულოა. თუმცა, მათი შენახვა არც ისე მარტივია. მომავალში შეიძლება 30 და 50 წლის განმავლობაში გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ემბრიონებიდან დაბადებული ბავშვები ვიხილოთ.
კომენტარები