ცნობილია, ვინ მოიპარა იუტას მისტიკური ობელისკი
გასულ კვირას, სამხრეთ იუტას ველურ ბუნებაში მეტალის ობელისკი აღმოაჩინეს, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია და დავის საგანიც გახდა. მოგვიანებით, ინსტალაცია უკვალოდ გაქრა, მაგრამ ბუნების ფოტოგრაფის, როს ბერნარდის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, მგონი უკვე ვიცით, თუ ვინ მოიპარა იგი.
აქვე გეტყვით, რომ ქურდები არც უცხოპლანეტელები იყვნენ და არც "ადამიანები შავებში".
ბერნარდი ერთადერთი არაა, ვინც ინსტალაციისთვის სურათის გადაღებას ისახავდა მიზნად:
"პარასკევს მე და ჩემი სამი მეგობარი იუტაში გავემართეთ და ექვსსაათიანი მგზავრობის შემდეგ, საღამოს 7 საათზე, როგორც იქნა, გავცდით ჩვენს წინ მიმავალი მანქანების ზღვას და მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს", — წერს იგი თავის პოსტში. "შემდგომი საათისა და ორმოცი წუთის მანძილზე ობელისკთან მხოლოდ ჩვენ ვიმყოფებოდით", — იხსენებს იგი. თუმცა, სანამ ბერნარდი გადაღებისთვის ემზადებოდა, მან და მისმა მეგობრებმა კანიონიდან მომავალი ხმები გაიგონეს — ადგილზე ქურდები გამოჩნდნენ.
ეს იყო ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც ინსტალაციის გარშემო მოიტარეს თავი და მის "ამოძრობას" ცდილობდნენ. ამ დროს ერთ-ერთმა ბერნარდს მიმართა: "ჯობს ფოტოები უკვე გადაღებული გქონდეს".
ობელისკის საუკუნის ძარცვამ ყველანაირი აღჭურვილობის, თოკებისა და ღამის ხედვის სათვალეების გარეშე ჩაიარა. "ქურდებმა ობელისკი ჯერ ერთ მხარეს გადააწვინეს, შემდეგ მას მეორე მხარეს ექაჩებოდნენ, როდესაც იგი ამოვარდა და მიწაზე ხმაურით დაეშვა", — წერს ბერნარდი.
ბერნარდმა ამ ტერიტორიაზე თვითმფრინავი და 70 სხვადასხვა მანქანა მაინც დაინახა. "თითოეული მათგანი თავის გზაზე დადიოდა, არავინ არავის არ მიჰყვებოდა და არც რაიმე განსაზღვრულ კვალს მისდევდნენ", — აღნიშნავს იგი.
"ჩვენ ვხედავდით ხალხს, რომლებიც ცდილობდნენ მიეღწიათ ობელისკამდე სხვადასხვა მიმართულებიდან", — წერს ფოტოგრაფი.
ობელისკის ბანდიტების მოტივი უცნობია, ასევე უცნობია მათი ვინაობა. ცნობილია მხოლოდ ბერნარდის მონათხრობი, რომელიც იხსენებს, რომ ერთ-ერთმა მას ამ სიტყვებით მიამრთა: "ზუსტად ამიტომ არ უნდა დატოვო ნაგავი უნდაბნოში".
ასევე იხილეთ:
კომენტარები