Google Meet-ს უკვე Desktop აპლიკაცია აქვს
Google Meet-ის Desktop აპლიკაციას 30-ზე მეტი ახალი სმარტ ფუნქცია დაემატა. დღესდღეობით, მსოფლიოს გარშემო ამ აპლიკაციას 200 000 ზე მეტი ადამიანი იყენებს. ვიდეოკონფერენციების მსგავსი პლატფორმები მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უმეტესობა სახლიდან მუშაობს.
წარმოგიდგენთ ამ აპლიკაციის საუკეთესო ფუნქციებს:
თქვენივე პრეზენტაციის ნახვა — Desktop აპლიკაციის საშუალებით, თქვენ დაინახავთ თქვენივე გაზიარებულ პრეზენტაციას და ამით ზუსტად მიხვდებით, თუ რას ხედავს მაყურებელი, სანამ თქვენ საუბრობთ.
Picture in Picture — როდესაც თქვენ ბევრი ტაბი გაქვთ გახსნილი, ხშირად გეკარგებათ Meeting-ის ლოკაცია, თუმცა, ამ ფუნქციის საშუალებით, შეგიძლიათ Google Meet მუდმივად წინა პანელზე დატოვოთ, მიუხედავად იმისა თუ რამდენ პროგრამას გახსნით უკანა ფონზე.
შეხვედრიდან გამოსვლა მარტივად — Google Meet საშუალებას გაძლევთ მარტივად გამოხვიდეთ ნებისმიერი შეხვედრიდან, ამისთვის მხოლოდ საჭიროა კლავიატურაზე დააჭიროთ Shift + K კომბინაციას.
ხმის გათიშვის დაბლოკვა — ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა სხვა თიშავს თქვენს მიკროფონს. ახლა კი შეგიძლიათ პარამეტრებიდან ჩართოთ ხმის დაბლოკვის ფუნქცია, რის შემდეგაც მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ თქვენი მიკროფონის ჩართვა/გამორთვა.
Push To Talk — ამიერიდან აღარაა საჭირო ხმის ჩასართავი ღილაკის ძებნა. ამისთვის უბრალოდ დააჭირეთ Space ღილაკს და სანამ ზედ თითი გეჭირებათ, მანამდე ხმა არ გაითიშება.
ყველა მონაწილის ერთდროულად გაგდება — ამ ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ მხოლოდ 1 ღილაკზე დაჭერით გააგდოთ Meeting-დან ყველა მონაწილე.
30+ გაძლიერებული ფუნქცია — როგორც დასაწყისში ვახსენეთ, Google Meet-ს ბევრი ახალი ფუნქციაც დაემატა (იხილეთ ფოტო) და თუ თქვენ ფასიან Pro ვერსიას იყენებთ ბრაუზერში, მაშინ ლიცენზია ავტომატურად გააქტიურდება Desktop ვერსიაშიც.
კომენტარები