როგორ გადაარჩინა Apple Watch-მა ადამიანის სიცოცხლე
Apple Watch-ის გულის მონიტორინგის ფუნქციამ კიდევ ერთხელ შეძლო მისი მომხმარებლის დროული ინფორმირება და გადარჩენა. როგორც ირწმუნებიან, 25 წლის ბიჭს, სახელად ზაქარი ზაიზს, დაუფიქსირდა 210 გულის ცემა 1 წუთში, რაც ნორმაზე გაცილებით მეტია, ხოლო Apple Watch-მა დროულად შეატყობინა მას ამ დარღვევის შესახებ.
როგორც ირკვევა, ზაიზი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კურსდამთავრებულია, რომელიც გამუდმებით, პატარაობიდანვე ებრძოდა ფრიდრეიხის ატაქსიას (იშვიათი გენეტიკური დაავადება) და ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში, გადაადგილებისთვის ეტლის გამოყენება უწევდა.
ზაიზი Apple-ის მოყვარულია, მუდმივად იყენებს Apple Watch-ს და როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ გაჯეტის დამსახურებაა, რომ ზაქარი ზაიზის სიცოცხლეს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.
“Apple Watch მაფრთხილებდა რომ რაღაც პრობლემა იყო ჩემს გულისცემასთან დაკავშირებით და საჭირო იყო სასწრაფოდ მეთხოვა დახმარება, რათა გარკვეულიყო თუ რამ გამოიწვია ასეთი ანომალია", — ამბობს ზაქარი ზაიზი.
აღმოჩნდა რომ მას, იმ კონკრეტულ მომენტში, სასწრაფო სამედიცინო ჩარევა სჭირდებოდა და სწორედ Apple Watch-მა გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ცნობილია, რომ ამჟამად ზაიზის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო გულისცემა ნორმაშია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Apple Watch სიცოცხლის გადამრჩენლად გვევლინება. მაგალითად, გასულ წელს, ქალს ჩრდილოეთ კაროლინადან, გულის დაავადება დროულად, სწორედ Apple Watch-ის დახმარებით დაუდგინდა.
კომენტარები