Covid ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში ექვს თვეს ძლებს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ანტისხეულები სხეულში ექვსი თვის მანძლზე რჩებიან, რაც ადამიანს ამ პერიოდის მანძილზე თავიდან დაინფიცირებისგან იცავს.
ეს კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ჩატარდა, მასში მონაწილეობას აქ მომუშავე პერსონალი იღებდა. ამ ადამიანებს რეგულარულად უტარდებოდათ ტესტები როგორც Covid-19-ზე, ასევე ამ ვირუსის ანტისხეულებზე, რომელთა არსებობა სხეულში უკვე გადატანილ ვირუსზე მიანიშნებდა. რაც უფრო მეტი ანტისხეულია ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო დაბალია იმის ალბათობა, რომ ისინი ისევ დაინფიცირდებიან ამ ვირუსით მოცემულ დროს.
კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვა Covid ვირუსებით დაინფიცირებისას გამომუშავებული იმუნიტეტი ასევე იცავს ადამიანებს კორონავირუსისგან.
Covid-19 - ის ერთხელ გადატანა კი მეორედ დაინფიცირებისგან მოკლევადიან დაცვას გვთავაზობს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში 12.000 ადამიანეზე მეტი იყო ჩართული, რომელთაგან 11.000-ს Covid-19-ის ანტისხეულები არ აღმოაჩნდათ.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ანტისხეულები თავს იყრიან ადამიანის ორგანიზმში. ისინი იცავენ ადამიანის იმუნურ სისტემას და ადამიანის უჯრედებს ვირუსის თავდასხმისგან.
კვლევის დასაწყისში იმ ადამიანთაგან, რომელთაც ანტისხეულები არ აღმოაჩნდათ, მხოლოდ 89-ს განუვითარდა სიმპტომური ინფექცია.
იმ ადამიანებს, რომელთაც აღმოაჩნდათ Covid-19-ის ანტისხეულები, არც ერთს არ გამოუვლინდა სიმპტომური ინფექცია კვლევის პერიოდში.
სამ ადამიანს, რომელთაც ორგანიზმში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა მათ ინფექციის სიმპტომები არ გამოუვლინდათ. 76 ადამიანს კი არც ანტისხეულები აღმოაჩნდა და არც კორონავირუსი.
T-ლიმფოციტები გაციების დროს
Public Health England-ის მიერ ჩატარებულ კვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა დაკვირვება T-ლიმფოციტებზე - უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნურ რეაქციებს ინფექციაზე.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების მეოთხედი T-ლიმფოციტების მაღალი შემცველობით გამოირჩეოდა. T-ლიმფოციტები ადამიანის სიხლში კორონავირუსს აღიქვამენ, თუმცა უცნაური ის იყო, რომ ამ ადამიანების ნახევარს Covid-19 გადატანილი არ ჰქონდათ.
კვლევის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ T-ლიმფოციტების დიდი შემცველობა და შესაბამისად კორონავირუსის წინააღმდეგ მაღალი იმუნიტეტი ადამიანებმა უკვე გადატანილი ვირუსების, მაგალითად გაციების შემდეგ გამოიმუშავეს. ეს ადამიანები კი დაცულნი არიან Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებიდან 4 თვის მანძილზე იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ეს ვირუსი გადატანილი.
დოქტორმა რუპერტ ბიელმა ფრანცის კრიკის ინსტიტუტიდან აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, T-ლიმფოციტების მაღალი შემცველობა მოზრდილთა 10%-საც კი არ აღენიშნება.
თუმცა წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასე უხეშად მხოლოდ ანტისხეულებზე დაკვირვებით შესაძლოა სათანადოდ ვერ შევაფასოთ ის, თუ რამდენად იცავს T-ლიმფოციტები ადამიანებს დაინფიცირებისგან.
კომენტარები