Bandcamp-ზე თქვენ უკვე შეგიძლიათ ლაივ კონცერტების ბილეთები შეიძინოთ და ეს ყველაფერი ვირტუალურად. სერვისი არტისტებს ლაივ შოუების გამართვის საშუალებას აძლევს. Bandcamp-ის ახალი წამოწყება შეიძლება იმ არტისტებსაც დაეხმაროს, რომლებმაც გაუქმებული ტურების გამო შემოსავალი დაკარგეს.

არტისტებს შეეძლებათ ბილეთებზე ფასების დადგენა. ასე ისინი მსმენელს ახალ შოუებს შესთავაზებენ. ამასთან, იქნება ვირტუალური სავაჭრო მაგიდები, ასე ადამიანებს ონლაინ ნივთების შეძენა შეეძლებათ. სურვილისამებრ, მსმენელისთვის იქნება ჩეთის ფუნქციაც, ხოლო ჩეთში აუქციონებიც გამოცხადდება ხოლმე.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არტისტებმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლეს. ამის ფონზე, Bandcamp თავის პლატფორმას გვთავაზობს, როგორც ნახტომის საშუალებას, რითაც არტისტებს თავისი შემოქმედების წარმოჩენა და გაყიდვა სრულიად ახლებული გზით შეეძლებათ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ შემსრულებელს კვლავ დასჭირდება სამაუწყებლო პროგრამა, როგორიცაა OBS-ის მხარდამჭერი. არტისტებისთვის ეს შეიძლება დაბრკოლება იყოს — ლაივ სტრიმინგი მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკურ ცოდნას, რაც შეიძლება არტისტს არ ჰქონდეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად Bandcamp მუსიკალურ შემსრულებლებს სრულყოფილ სახელმძღვანელოს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური კონცერტების პრაქტიკა ჯერ საკმაოდ ახალია. ამის ფონზე, Bandcamp Live ის გამოყენება შეზღუდულია, მაგრამ იგეგმება ფუნქციების დახვეწა, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ არტისტსა და მსმენელს მოიზიდავს.