Toyota-ს პატენტი — დრონი, რომელიც მანქანასთან მიფრინდება და საწვავს შეავსებს
Toyota-მ დრონის პატენტი შექმნა, რომელსაც თქვენამდე მოსვლა და მანქანის საწვავის მარაგის შევსება შეუძლია. მართალია, ამ მოწყობილობისთვისი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი ავტომობილი ბენზინზე იმუშავებს, წყალბადის საწვავსა თუ ელექტროენერგიაზე, თუმცა ის უფრო აქტუალური იმ შემთხვევაშია, როცა ელექტრომობილი გვიჯდება, ახლოს კი არც ერთი დასამუხტი სადგური გვეგულება. ეს პროცესი, დაახლოებით, მილიტარისტული თვითმფრინავის მარაგის შევსებას გავს, როცა ავზიანი თვითმფრინავი გადასცემს მას საწვავს.
"ავტომატურ დრონში" გათვალისწინებულია საწვავის ავზი, გადატანის მექანიზმი და ცენტრალური მაკონტროლებელი. ჯერჯერობით უცნობია, მარაგის შევსება მანქანის მოძრაობის დროს მოხდება, თუ მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში.
თეორიულად, მარაგის ამოწურვამდე, დრონს შეუძლია რამდენჯერმე დატენოს ან შეუვსოს ავზი მანქანას ერთ გზაზე, სანამ უკან დაბრუნდება.
დრონი აღჭურვილია მანძილის სენსორებით, GPS-ითა და ავტომატიზირებული საწვავის პორტებით (მოწყობილობა, რომლითაც ხდება მანქანაში საწვავის "ინექცია"), რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება მთელი ოპერაციის შესრულება.
ცხადია, ეს მხოლოდ ერთი პატენტია და ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ის უახლოეს მომავალში იქცევა გასაყიდ პროდუქტად. სხვადასხვა ტექნოლოგიას კი წინდაწინ შეუძლია მისი საჭიროების "პრევენცია". რადგან შესაძლოა, თუნდაც ელექტრომანქანით შორ მანძილებზე გადაადგილება, ახალი ტიპის ელემენტებისთვის, პრობლემას აღარ წარმოადგენდეს. მეორე მხრივ კი, ჩვენ ჯერ მე-5 დონის ავტონომიამდეც კი არ მიგვიღწევია. სხვა სიტყვებით, ხელოვნური ინტელექტი არაა ჯერ იმ დონეზე განვითარებული, რომ დრონმა იქ მისვლა ავტონომიურად შეძლოს, სადაც საჭიროა.
კომენტარები