პროგრამირების 5 კურსი, რომელიც დამწყებებისთვისაა განკუთვნილი
თანამედროვე სამყაროში პროგრამირება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად საქმიანობას წარმოადგენს. ამ სფეროს უპირატესობა ისაა, რომ მისი სწავლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გზით შეგიძლიათ, იქნება ეს უნივერსიტეტი, კოლეჯი თუ ონლაინ კურსები. თუმცა, ადამიანი, რომელმაც პროგრამირების სწავლა ახლახან გადაწყვიტა, თავდაპირველად, შესაძლოა, გაურკვევლობაში აღმოჩნდეს, სწორედ ამიტომ ამ სტატიის ფარგლებში დამწყებთათვის განკითვნილ 5 ონლაინ კურსს შემოგთავაზებთ, სადაც პროგრამირების ფუნდამენტური კონცეპტებია განხილული.
პირველი კურსი, რომელსაც The Coding for Beginners course ჰქვია, სრულიად დამწყებებისთვისაა განკუთვნილი და პროგრამირების ფუნდამენტურ საკითხებს განიხილავს. 30 ლექაცია და პრაქტიკული დავალელები Scratch-ისა და Python ენების გამოყენებით მარტივი პროგრამების შექმნაში დაგეხმარებათ.
კურსი Skillshare-ზეა განთავსებული, სადაც ზოგიერთი კურსი უფასოა, თუმცა უმეტესწილად გამოწერაა აუცილებელი, რაც ყოველთვიურად, 19 დოლარი ჯდება.
მეორე კურსი Pre-Programming: Everything you need to know before you code-ია, რომელიც ისეთ ფუნდამენტურ კონცეპტებს განიხილავს, როგორიც თავად კომპიუტერის, ინტერნეტისა და ოპერაციული სისტემის მუშაობის პრინციპებია. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ უშუალოდ პროგრამირების კურსი ამ საკითხებს არ უნდა მოიცავდეს, თუმცა ყველაფრის უკეთ გასააზრებლად მსგავსი საბაზისო პრინციპების ცოდნა აუცილებელია. ეს კურსი Udemy-ზეა განთავსებული.
შემდეგი კურსი Programming for Beginners with Cas Van Gool-ია. კურსში პროგრამირების ფუნდამენტებია განხილული, რომელიც სხვადასხვა პროგრამულ ენებში გვხვდება. კურსის ფარგლებში, დავალებები ეტაპობრივად რთულდება, საბოლოოდ კი C#-ის გამოყენებით პროექტის შექმნაა შესაძლებელი. ეს კურსი უფრო მეტად იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თამაშების შექმნით ან სწავლის პროფესიონალურ დონეზე დაწყებით ხართ დაინტერესბეულები.
მეთხე კურსი — The Programming Foundations with Javascript, HTML and CSS course, დიუკის უნივერსიტეტის მიერაა შექმნილი. კურსის ფარგლებში HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის სწავლაა შესაძლებელი. პროგრამის დასრულების შემდეგ პროგრამების წერა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრა შეგეძლებათ. იგი უფრო მეტად იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც ვებგვერდების შექმნითაა დაინტერესებული. კურსი Coursera-ზეა განთავსებული, რომლის გამოწერაც თვეში 49 დოლარი ჯდება.
შემდეგ კურსს Coding for Beginners ჰქვია, იგი პროგრამირების 5 განსხვავებული ენის ფუნდამენტებს განიხილავს, ესენია: JavaScript, Python, Ruby, HTML და CSS. ეს კურსი სხვადასხვა პროგრამულ ენაზე ისეთი აპლიკაციების შექმნის საშუალებას მოგცემთ, როგორიც კალკულატორები, ციფრული საათები, ფლეერები და ბლოგებია. ამ კურსის მეშვეობით ბევრი პროექტის შექმნის შესაძლებლობა გეძლევათ და ასევე, თითოუელი ენის სპეციფიკასაც სწავლობთ. კურსი Udemy-ზეა განთავსებული, მისი ფასი კი 130 დოლარს შეადგენს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები