ბრიტანეთის არმიის 25%, შესაძლოა, "რობოტი ჯარისკაცებით" დაკომპლექტდეს
ბრიტანეთის არმიის გენერალი — ნიკ კარტერი ამბობს, რომ მომდევნო ათწლეულებში გაერთიანებული სამეფოს ჯარს, შეიძლება, ათობით ათასი "რობოტი ჯარისკაცი" დაემატოს.
The Guardian-ის მიხედვით, ბრიტანეთი გეგმავს რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა დიდწილად, დრონებითა და საბრძოლო რობოტებით დააკომპლექტოს. ეს ნაწილობრივ "ადამიანი ჯარისკაცების" ნაკლებობის საკომპენსაციოდ გაკეთდება.
კარტერი ამბობს, რომ 2030-იანებისთვის ბრიტანეთი, სავარაუდოდ, ჯარისჯაცების სხვადასხვა, ავტონომიური და შორ დისტანციაზე კონტროლირებადი რობოტებით ჩანაცვლებას დაიწყებს. "ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება 120 000-იანი არმია გვყავდეს, საიდანაც 30 000 რობოტი იქნება", — ამბობს კარტერი, თუმცა განმარტავს, რომ ეს რიცხვები პირობითია.
ბრიტანეთის თავდაცვის ყველა განშტოება სამხედრო დრონების ინტეგრაციას უკვე ცდილობს. ამის მაგალითი i9 რობოტული ავტომობილია, რომელიც იარაღებითაა აღჭურვილი და დისტანციურად იმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯარში რობოტებისა და ავტონომიური საბრძოლო დანადგარების გამოყენება გაიზარდა, კარტერი შიშობს, რომ მომავალში ავტომატიზირებული ბრძოლა შეიძლება შემთხვევით, შეცდომის გამო დაიწყოს. ეს რისკი კი გათვალისწინებული უნდა იყოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები