სმარტფონი, როგორც ტერმინალი — უკონტაქტო გადახდის გზა ბიზნესებისთვის
ცოტა ხნის წინ, Visa-მ თავისი ტექნოლოგია — Tap to Phone აამოქმედა, რომელიც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს უკონტაქტო, ანუ NFC გადახდის საშუალებად, ერთგვარ ტერმინალად აქცევს. ტექნოლოგიით სარგებლობა ევროპის მასშტაბით უკვე შესაძლებელია, ხოლო ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა თუ ამერიკის მოსახლეობა მას 2021 წლამდე მიიღებს.
მომხმარებლის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს ტექნოლოგია ციფრული ეკონომიკაზე სწრაფ წვდომაში დაეხმარება მილიონობით მცირე ბიზნესს. მოგეხსენებათ, COVID-19-ის გავრცელების პირობებში, ციფრულ ანგარიშსწორებაზე იმაზე სწრაფად იზრდება მოთხოვნა, ვიდრე აქამდე. მეტიც, გადახდის ციფრული და მით უფრო, უკონტაქტო მეთოდები საჭიროებადაც კი იქცა.
ამ კუთხით, საქართველოშიც გვაქვს პროდუქტი, სახელად "გატერმინალება", რომელიც საქართველოს ბანკს ეკუთვნის. ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონს გადახდის ტერმინალად აქცევს. ეს უკანასკნელი კი მცირე ბიზნესს გადახდის ციფრული მეთოდების დანერგვაში ეხმარება. პროდუქტით სარგებლობისთვის საჭიროა მინიმუმ, Android 5.0 სისტემაზე მომუშავე სმარტფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა აქვს. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali.
მსგავსი მიდგომები ეხმარება მცირე ბიზნესს იაფი და მოსახერხებელი ტექნოლოგიური გადაწყვეტების პოვნაში. პანდემიის პირობებში, საკუთარი სმარტფონის გადახდის ტერმინალად გამოყენება არაერთი ბიზნესისთვის სასარგებლო გამოსავალია.
კომენტარები