საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლის გახდა
ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის იუბილეს აღნიშნავენ — ISS 20 წლის გახდა. პირველად სადგურზე ასტრონავტები 2000 წლის 31 ოქტომბერს ყაზახეთიდან გაეშვნენ. ეკიპაჟის შემადგენლობაში ამერიკელი ბილ შეფარდი, რუსი სერგეი კრიკალევი და იური გიზენკო შედიოდნენ.
შეფარდის თქმით, იმ დროისთვის სადგურზე არსებული აღჭურვილობა ძალიან პრიმიტიული იყო — "თითოეული დღე გამოწვევას წარმოადგენდა", — აცხადებს ის.
მას შემდგეგ კოსმოსური სადგური ძალიან კომპლექსურ ორგანიზმად გადაიქცა, რომელიც ახლა 108 მეტრის სიგრძის სტადიონის ზომისაა.
პირველი, რაც ეკიპაჟის წევრებმა სადგურზე ჩასვლის დროს გააკეთეს, სინათლის ჩართვა იყო. შემდეგ მათ წყალი გაათბეს და ტუალეტი გაააქტიურეს. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ახალ სახლს ალფა უწოდა, თუმცა ეს სახელი სადგურს არ შემორჩენილა.
ამჟამად კი, NASA-სთვის მთავარ პრობლემას მზრდადი კოსმოსური ნარჩენები წარმოადგენს — წელს, სადგურს ნარჩენების აცილება სამჯერ მოუწია.
საგდურის პირველი ნაწილი 1998 წელს გაეშვა და იგი უკვე 22 წელია, რაც ჩვენს ორბიტაზეა განთავსებული.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტს ასრულებენ. როგორც წესი, ასტრონავტები ISS-ზე 6 თვეს ატარებენ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა სადგურზე თითქმის ერთი წელიც კი გაატარა.
გიზენკოს თქმით, პირველი რამდენიმე კვირა მათთვის ძალიან რთული იყო, რადგან მუდმივად მუშაობა უწევდათ. ხოლო მათ საყვარელ საქმიანობას სადგურიდან დედამიწის ხედით ტკბობა წარმოადგენდა.
ამჟამად კი, სიმბოლურად ერთი ამერიკელი და ორი რუსი ასტრონავტი (ისე, როგორც ეს პირველი ეკიპაჟის დროს) სადგურზე 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კომენტარები