iPhone-ის მწარმოებელ ქარხანაში ყვებიან, თუ როგორ ატყუებდნენ Apple-ს
გამოძიებამ აჩვენა, რომ ტაივანში განლაგებული Foxconn-ის ქარხანა ამერიკული კომპანიის დანადგარებს Huawei-ს ფირმის სმარტფონებისთვის იყენებდა.
ანგარიშში ვრცლადაა აღწერილი, თუ როგორ იყენებდა Foxconn სხვადასხვა გზებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2018 წლის iPad Pro -ს უკავშირდება. აღნიშნული ტაბლეტის საწარმოო შემოწმებისთვის Foxconn-მა ეფლისგან დამატებითი თანამშრომლების აყვანა მოითხოვა, რაც ორ კომპანიას შორის მიღებულ პრაქტიკად ითვლებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, Foxconn საჭირო დამატებითი თანამშრომლების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდა.
საწარმოს თანამშრომლების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Foxconn ასეთი გზით ცდილობს საკუთარი მოგების გაზრდას.
გარდა ამისა, ეფლმა Foxconn გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც ცნობილი ხდება, საწარმომ გუგლის თანამშრომლებისთვის ექსკურსია მოაწყო მაშინ, როცა ქარხანაში 12-დიუმიანი მაკბუკის წარმოება იყო დაწყებული. ეფლმა Foxconn-ისგან ყველა ვიდეოჩანაწერის ამოღება მოითხოვა, თუმცა საწარმომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ Foxconn-ის საწარმოში ეფლის კუთვნილი დანადგარები სხვა შეკვეთების შესასრულებლადაც გამოიყენებოდა. კერძოდ, ეფლის მიერ შეძენილი დანადგარები, რომლებიც მოწყობილობის რადიოსიხშირის შემოწმებას ახდენდნენ, არც მეტი, არც ნაკლები Huawei-ის სმარტფონებისთვის გამოიყენეს.
კომენტარები