Adobe-ს ახალი AI ტექნოლოგია ცეკვის მოძრაობებს მუსიკასთან ასინქრონებს
TikTok-მა რიტმული ცეკვებისა და მოძრაობების ტენდენცია გააჩინა, მაგრამ, რა ხდება, როცა ჩაწერისას ტემპიდან ამოვარდით, ან თქვენს სრულყიფილ მძრაობებზე ვიდეოს რაიმე შეფერხება აქვს? სადარდებელი არაფერია, Adobe-ს ამის გამოსწორება შეუძლია.
კომპანიამ თავის Adobe Max კონფერენციაზე ახალი, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ექსპერიმენტის პრეზენტაცია გამართა. ვიდეოში ვხედავთ, რომ პროგრამა რიტმიდან ამოვარდნილი თქვენი მოძრაობების სინქრონიზებას უზრუნველყოფს. როგორც ქვემოთაა ნაჩვენები, ეს ალგორითმი ცეკვის მოძრაობების აღსაბეჭდად პატარა ნარინჯისფერ წრეებს იყენებს, რათა განსაზღვროს მოძრაობის შესრულების ზუსტი დრო.
მკვლევრებმა ასევე ნარინჯისფერი ხაზებით აღნიშნეს მუსიკის ბიტები და მიმართეს ისინი ნარინჯისფერი წრეების წინააღმდეგ, რათა გაერკვიათ, სინქრონშია თუ არა ცეკვის მოძრაობები შესაბამის მუსიკასთან.
ანალიზის ამ მეთოდის საშუალებით, Adobe ცდილობს ერთმანეთს დაამთხვიოს რიტმი და შესაბამისი მოძრაობა, შედეგად კი შექმნას იდეალურად სინქრონული ვიდეო. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ალგორითმს შეუძლია აიღოს ნებისმიერი ვიდეო, სადაც ადამიანების ცეკვაა აღბეჭდილი და მოახდინოს მათი სინქრონიზება რომელიმე მუსიკასთან, რაც იმის შთაბეჭდილებას დატოვებს, რომ ისინი ერთსა და იმავე მუსიკაზე ცეკვავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ექსპერიმენტია, ეს სისტემა ვიდეოედიტორებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი იქნება და სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ რამდენიმე წელში ამ პროგრამით შემქნილ ვიდეოებს ვნახავთ ინსტაგრამსა და ტიკტოკზე.
კომენტარები