NASA-ს ასტრონავტმა არჩევნებში მონაწილეობა კოსმოსიდან მიიღო
NASA-ს ასტრონავტმა, ქეით რუბინსმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის "საარჩევნო კაბინიდან" მისცა.
1997 წლიდან მოყოლებული, ასტრონავტებს, რომლებიც ორბიტაზე მოძრაობენ, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ როგორც "დაუსწრებელი ამომრჩევლები", წერია Space.com-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. არჩევნების კუთხით, ასტრონავტებს იგივე ევალებათ, რაც დედამიწაზე მყოფ ადამიანებს, თუმცა მისამართი ცოტა განსხვავებულია: "დედამიწის დაბალი ორბიტა".
NASA აშკარად ზრუნავს საარჩევნო ბიულეტენების შევსებაზე. ხოლო ქეით რუბინსმა ტვიტი გამოაქვეყნა, რომელიც მან ასე დაასათაურა: "მე არჩევნებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მივიღე მონაწილეობა".
რუბინსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 14 ოქტომბერს ბოლო Soyuz რაკეტით გაემგზავრა. ეს რაკეტა NASA-ს ასტრონავტების სადგურზე გადასაყვანად გამოიყენება. იგი ორბიტაზე ექვს თვეს გაატარებს და იქნება ერთადერთი ამერიკის მოქალაქე, რომელიც აშშ-ს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გამოტოვებს დედამიწის გარეთ შეხვდება.
"ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს თითეულმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. თუ ჩვენ ამას კოსმოსიდან ვაკეთებთ, მაშინ სხვებიც შეძლებენ იგივეს დედამიწაზე", - განუცხადა მან პრესას ოქტომბერში, სანამ ISS-ზე გაემგზავრებოდა.
რუბინსი პირველი არაა, რომელიც კენჭს კოსმოსიდან უყრის. მეტიც, მას ეს ადრეც გაუკეთებია. NASA-ს რამდენიმე ასტრონავტმა, რუბინსის ჩათვლით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა კოსმოსიდან.
Space.com-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში SpaceX Crew Dragon კაფსულის გაშვება, რომელსაც სამი ასტრონავტი უნდა გადაეყვანა სადგურზე, ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადაიდო. ამ დროისთვის არჩევნები უკვე დასრულებული იქნება.
"არჩევნებში თითოეული ადამიანის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მიმაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ყველა მოქალაქემ უნდა შევიტანოთ წვლილი. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ კოსმოსიდან დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია", - ამბობს რუბინსი.
კომენტარები