Google Maps-ში შეძლებთ რეალურ დროში ნახოთ, რამდენად დატვირთულია ბიზნეს ობიექტი
Google Maps-ში ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი ფუნქცია, რომლითაც მომხმარებლებს შეეძლოთ ამა თუ იმ სავაჭრო ობიექტის დატვირთული საათების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პანდემისა და სოციალური დისტანცირების ეპოქაში. თუმცა ახლა, გუგლის რუკებში ობიექტის დატვირთვის დონეს რეალურ დროშიც ნახავთ.
Google Maps-ში სავაჭრო, ან ნებისმიერი სხვა ტიპის ბიზნეს ობიექტის დატვირთულობის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიღება და ამ მონაცემების მიმდინარე მდგომარეობასთან შედარება უკვე დიდი ხანია, რაც ხელმისაწვდომია. ხოლო ახლა, იმისთვის, რომ გაიგოთ ობიექტის დატვირთვის დონე, საკმარისია დააწვეთ რუკაზე სასურველ ობიექტს და შემდეგ გადახვიდეთ დატვირთულობის ინდიკატორზე.
გუშინ გუგლმა ღონისძიება Search ON გამართა, რომელზეც კომპანიამ გუგლის საძიებო სისტემისა და მასთან დაკავშირებული სერვისების — ასისტენტისა და რუკების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, Google Search-ისა და Assistant-ის მიმართულების ხელმძღვანელმა პრაბჰაქარ რაგჰავანმა განაცხადა, რომ ობიექტის დატვირთვის ინდიკატორზე არსებული მონაცემები რუკაზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
ამ სიახლის სადემონსტრაციო პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო ობიექტები, რომლებსაც ჰქონდათ აღნიშვნები "ჩვეულებრივზე მეტად დატვირთული" ან "გადატვირთული". ეს ინდიკატორი დაეხმარება ადამიანებს, თავი აარიდონ ხალხით გადავსებულ ობიექტებს, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება.
კომენტარები