მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი იქმნება და ის Nvidia-ზე იმუშავებს
იტალიური უნივერსიტეტების გაერთიანება CINECA, ევროპაში მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობს. ახალ სისტემას "ლეონარდო" ერქმევა და ის Nvidia-ს 14 000-იან GPU-ზე იმუშავებს.
ლეონარდო ოთხი ახალი სუპერკომპიუტერიდან ერთ-ერთია, რომელსაც ევროპული უნივერსიტეტები ქმნიან. დანარჩენი სუპერკომპიუტერებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში და ჩეხეთის რესპუბლიკაში მუშაობენ.
CINECA, მომავალში, დამატებით სუპერკომპიუტერების განთავსებას ბულგარეთში, ფინეთში, პორტუგალიაში და ესპანეთში გეგმავს. მათი შესაძლებლობები და გაშვების თარიღები, ამ დროისთვის, უცნობია.
CINECA-ს სუპერკომპიუტერებს ბევრნაირი გამოყენება ექნებათ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სწრაფი AI სისტემები მათ გენომების გაშიფვრაში და ახალი თერაპიული საშუალებების განვითარებაშიც დაეხმარებათ.
აღნიშნული კომპიუტერები ფიზიკოსებსა და კლიმატის მეცნიერებს სხვადასხვა სიმულაციების და მონაცემების ანალიზშიც დაეხმარებათ. AI-ის მონაცემთა ანალიზისთვის და პროგნოზებისთვის გამოყენება და მეცნიერების საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს, რადგან სუპერკომპიუტერებს უზარმაზარი ინფორმაციის დროის მოკლე მონაკვეთში დამუშავება შეუძლიათ.
კომენტარები