მსმენელი კონცერტს ბუშტებში მოთავსებული დაესწრო - მუსიკა და COVID-19
ორშაბათს ლეგენდარულ ბენდ Flaming Lips-ს ოკლაჰომაში კონცერტი ჰქონდა და აქ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის უჩვეულო ხერხი იყო გამოყენებული. მსმენელები და შემსრულებლებიც სპეციალურ ბუშტებში იყვნენ „მოთავსებულები“.
აქ ყველას ინდივიდუალური ჰერმეტული ბუშტი ჰქონდა, რომელიც რამდენიმე საათის სამყოფი ჰაერით იყო სავსე. ცხადია მსგავსი პრევენციული ზომები ფუფუნებაა. იგივე პრაქტიკას კი უფრო პატარა ბენდები, უფრო პატარა საკონცერტო დარბაზებში, სავარაუდოდ, ვერ გამოიყენებენ.
პანდემიის გამო უამრავი live შესრულება გაუქმდა, მათ შორის თბილისის Open Air-იც არ ყოფილა გამონაკლისი. თუმცა, მუსიკის სიყვარული არსად გამქრალა, ამიტომ ბენდები, პანდემიის პირობებში, კონცერტების უსაფრთხოდ ჩატარების ახალ გზებს ეძებენ.
"ვფიქრობ, ყველანი დილემის წინაშე ვართ, დაველოდოთ სანამ ყველაფერი ძველებურად იქნება თუ ვიმოქმედოთ და დავფიქრდეთ როგორია ლაივ მუსიკის მომავალი?", — ამბობს Flaming Lips-ის ფრონტმენი ვაინ კოინი.
კომენტარები