ახალი ვირტუალური რეალობის პროგრამა, რომელიც მეცნიერებს უჯრედის შიგნით "სიარულში" ეხმარება
ვირტუალური რეალობის პროგრამა, რომელიც მეცნიერებს თითოეული უჯრედის შიგნით "სიარულის" და მათი ანალიზის საშუალებას აძლევს, შესაძლოა, ბიოლოგიაში არსებული ფუნდამენტური პორბლემების მოგვარებაში და სხვადასხვა დაავადებისთვის ახალი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში დაგვეხმაროს.
პროგრამა, რომელსაც vLUME ეწოდება, საშუალებას იძლევა მაღალი რეზოლუციის მქონე მიკროსკოპების მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია ვირტუალურ რეალობაში მოხდეს — შესაბამისად, მისი გამოყენება ცილებიდან მთლიანად უჯრედებამდე თითქმის ყველაფრის შესასწავლად შეგვეძლება.
ეს სუპერ რეზოლუციის მქონე მიკროსკოპი ნანომასშტაბებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა, მთავარ პრობლემას კი აქამდე ის წარმოადგენდა, რომ მეცნიერებს მონაცემების სამ განზომილებაში ვიზუალიზაციისა და ანალიზის საშუალება არ ჰქონდათ.
"vLUME რევოლუციური პროგრამაა, რომელიც ადამიანებს ნანომასშტაბებზე დაკვირვებაში დაემხარება. იგი მეცნიერებს 3D ბიოლოგიურ მონაცემებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს, რათა მათ მნიშნელოვან კითხვებზე პასუხები ბევრად სწრაფად იპოვონ", — განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ალექსანდრე კიჩინგმა.
მონაცემების მსგავსი პერსპექტივიდან განხილვა ახალი იდეებისა და ინიციატივების გაჩენას უწყობს ხელს. მაგალითად, დოქტორანტურის ერთ-ერთმა სტუდენტმა პროგრამა საკუთარი სისხლიდან ამოღებულ იმუნურ უჯრედზე დასაკვირვებლად გამოიყენა.
პროგრამა რამდენიმე მონაცემთა ბაზას, ამ მონაცემების ანალიზისთვის კი ალგორითმებს იყენებს. კიჩინგის თქმით, სუპერ რეზოლუციის მქონე მიკროსკოპის მიერ მოპოვებული მონაცემები ძალიან კომპლექსურია და მათ დამუშავებას დიდი დრო სჭირდება, ალგორითმის დახმარებით კი დრო მნიშვნელოვნად იზოგება.
მკვლევართა გუნდი vLUME-ს, ძირითადად, ბიოლოგიურ მონაცემთა ბაზებთან იყენებს. მაგალითად, პროგრამის დახმარებით ისინი სწავლობენ, თუ როგორ იწვენენ ანტიგენები სხეულში იმუნურ რეაქციას.
მკვლევრების თქმით, vLUME-ის დახმარებით მათ ახალი ჰიპოთეზების ჩამოყალიბება და მონაცემების ანალიზი ბევრად სწრაფად შეძლეს და იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ მას უამრავი აღმოჩენის გასაკეთებლად გამოიყენებენ.
კვლევა ჟურნალ Nature Methods-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები