ალკოჰოლის 10 ეფექტი ტვინზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მეგობრებთან ერთად, ხანდახან, ლუდის დალევით, ან ვახშამზე ერთი ჭიქა ღვინის დაყოლებით სამყარო არ დაიქცევა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ალკოჰოლის ხშირ მიღებას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში. ეს ცვლილებები კი თავიდან შეუმჩნევლად და თანდათანობით, მაგრამ შეუქცევადად მიმდინარეობს.
გთავაზობთ 10 სამეცნიერო ფაქტს ალკოჰოლის საზიანო ეფექტის შესახებ:
- სასექსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ალკოჰოლის ხშირ მომხმარებლებზე დაკვირვებით, აღმოაჩინა, რომ მათ თანაგრძნობის განსაცდელად მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც იშვიათად იღებენ ალკოჰოლს.
- ალკოჰოლიკებს განსაკუთრებით უჭირთ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც მოითხოვს ხანმოკლე მეხსიერებას და მოტორულ სიჩქარეს, მათ ასევე არ გამოსდით კომპლექსური კოგნიტური დავალებების შესრულება. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ისინი ალკოჰოლს კარგად იტანენ, მაგრამ სინამდვილეში სასმელი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ისე, რომ თვითონ მსმელი ვერ აანალიზებს ამას.
- ბუზებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ მწერების ტვინზე ალკოჰოლი გავლენას ახდენს და ააქტიურებს სასიგნალო გზას, რაც იწვევს ცვლილებებს სწავლის უნარსა და მეხსიერებაზე პასუხისმგებელ გენებში.
- გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან აღებული 11.651 ადამიანის ტვინის ტომოგრაფიული სურათის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ალკოჰოლი დაკავშირებულია დაბერებასთან. დღეში მიღებული ალკოჰოლის თითოეული გრამი იწვევს ტვინში ერთ კვირიან დაბერებას.
- ინტენსიურ სმას მაშინ, როდესაც ტვინში მიმდინერეობს სხვა პროცესებიც, შეუძლია გაააქტიუროს იმ ნეირონების ჯგუფი, რომლებიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. საპასუხოდ, ამ სტიმულებმა, მოგვიანებით, შეიძლება გამოიწვიოს ამ მოგონების თავიდან გააქტიურება და განმეორება.
- ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის მიღებამ ცხოველებში ტვინის იმ უბნის გააქტიურება გამოიწვია (ორბიტოფრონტალური კორტექსი), რომელიც დაკავშირებულია იმპულსურობასთან და გადაწყვეტილებების მიღებასთან. ამ შედეგით კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალში ორბიტოფრონტალურ კორტექსში ნეირონული აქტივობის შესწავლით სავარაუდოა გავიგოთ, თუ რატომ იღებენ ადამიანები ალკოჰოლს ასე ხშირად.
- 10 დღის მანძილზე, ალკოჰოლის აქტიურად მიღების შედეგად, რაც საშუალო ზრდასრული ადამიანისთვის დღეში 5 ჭიქას უდრის, თაგვების ტვინში იმუნურმა უჯრედებმა გაწყვიტეს კავშირები ნეირონებს შორის, რამაც გამოიწვია შფოთვა და სხვა კოგნიტური პრობლემები.
- მოზარდებში დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინში იმ თეთრი ნივთიერების (ცხიმოვანი ქსოვილის) წარმოქმნის შეფერხება, რომელიც ახდენს ნეირონების იზოლაციას (რაც ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია). 77 მაკაკაზე ჩატარებული კვლევა გვიჩნებს, რომ იმ მაიმუნებში, რომლებიც ბევრს სვამდნენ (სხეულის წონის 1 კილოგრამზე 3 გრამი ალკოჰოლი) თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის ზრდის ტემპი ორჯერ იყო შემცირებული.
- 2018 წელს, თაგვებზე ჩაატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შედეგად პრეფრონტალურ კორტექსში ნეირონების აქტივობა შესუსტდა იმ თაგვების ნეირონულ აქტივობასთან შედარებით, რომლებიც ხშირად არ იღებდნენ ალკოჰოლს. ავტორების აზრით, შესაძლოა ეს ცვლილებები იწვევდეს მეხსიერების რეგრესიას ადამიანებში, განსაკუთრებით კი მოზარდებში.
- 2019 წელს აღმოაჩინეს წრედი ტვინში, რომელსაც შეუძლია მომავალი კომპულსიური/განმეორებადი სმის წინასწარ განსაზღვრა. იმ თაგვების წრედში, რომლებიც ხშირად იღებდნენ ალკოჰოლს, ნაკლები აქტივობა შეინიშნებოდა იმ თაგვებთან შედარებით, რომლებსაც ალკოჰოლი არ მიუღიათ.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მიღება გვახალისებს, ადამიანებთან ურთიერთობას გვიმარტივებს და ზოგჯერ სტრესის დაძლევაშიც გვეხმარება, წინასწარ უნდა გავიაზროთ, გვიღირს თუ არა ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობად. იქნებ გასართობად და პრობლემების დასავიწყებლად უკეთესი გზებიც არსებობს.
კომენტარები