ნორვეგიაში ოდინისთვის მიძღვნილი ტაძრის ნანგრევები იპოვეს
ნორვეგიაში, ერთ-ერთი ფერმის ქვეშ, ოდინისა და სხვა ნორვეგიული ღმერთების პატივსაცემად შექმნილი უძველესი ტაძრის ნანგრევები იპოვეს.
ბერგენის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა იგი დასავლეთ ნორვეგიაში მდებარე სოფლის ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრების დროს იპოვეს. კვლევის ავტორის, სორენ დაინჰოფის თქმით, სხვა ბევრ აღმოჩენას შორის ყველაზე შთამბეჭდავი 14 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიგანის ნაგებობის შემორჩენილი ნაწილები იყო, რომელიც მათი აზრით, ნორვეგიული ღმერთების სათაყვანებლად გამოიყენებოდა. შენობის შიგნით მათ ასევე 3-3,5 მეტრი ზომის კვადრატული ოთახიც იპოვეს, რომელიც, როგორც ჩანს, კოშკის მსგავსი სტრუქტურის ნაწილი იყო, რომელიც შენობის ცენტრში მდებარეობდა.
არქეოლოგთა გუნდმა ტაძრის 3D რეკოსნტრუქცია შექმნა, რათა ამ ოდესღაც დიდებული შენობის სტილისა და ზომის აღქმა უკეთესად შეგვძლებოდა. ტაძრის გარდა, აქრეოლოგების თქმით, მათ რამდენიმე გრძელი სახლის ნანგრევებიც აღმოაჩინეს, რომლებიც უძველეს ევროპაში დიდი ოჯახებისა და ნათესავების საცხოვრებლად გამოიყენებოდა.
გუნდი ამჟამად 8 ათასი კვადრატული კილომეტრის მიწას იკვლევს, შესაბამისად, შესაძლოა, რომ მკვლევრებმა სულ მალე ახალი აღმოჩენებიც გააკეთონ. ტერიტორიაზე არსებული ნანგრევები ჯერ დათარიღებული არ არის, თუმცა სტრუქტურების ფორმისა და სტილის გათვალისწინებით, ტერიტორია, შესაძლოა, როგორც პრე-რომაულ, ასევე შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნოდეს.
გუნდის მიხედვით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნორვეგიაში ტაძრის ასე კარგად შემონახული სტრუქტურა იპოვეს.
ძველი ნორვეგიული რელიგია დროთა განმავლობაში ქრისტიანობამ ჩაანაცვლა, ეს პროცესი მერვედან მე-12 საუკუნის ბოლომდე მიმდინარეობდა. გაქრისტიანების შემდეგ, ძველი რელიგიის თითქმის ყველა მტკიცებულება ან განადგურდა, ან დაიკარგა. ეს აღმოჩენა ამნიშნელოვანი სწორედ ამიტომაა.
კომენტარები