100 მილიონი წლის ქარვაში ცხოველის უძველესი სპერმატოზოიდი აღმოაჩინეს
ახლახან მკვლევრებმა ქარვაში 100 მილიონი წლის სპერმა იპოვეს, რომელიც ცხოველის სპერმის უძველესი ნიმუშია.
როგორც ანალიზიდან ირკვევა, ნიმუშის თითოეული უჯრედი საოცრად გრძელია. უფრო უცნაური კი ისაა, რომ ეს გიგანტური სპერმატოზოიდი, რომელიც ადამიანისაზე რამდენჯერმე დიდია, კრევეტის მსგავს კიბოსნაირს ეკუთვნის.
სულ რაღაც 0,6-მილიმეტრიანი ორსადგულიანი მოლუსკი ოსტრაკოდების კვლავ ცოცხალ კლასს მიეკუთვნება, რომელიც საკუთარ თავზე რამდენჯერმე დიდი სპერმატოზოიდების წარმოქმნითაა ცნობილი.
მიკროსკანერების მეშვეობით, მკვლევრებმა ქარვაში კიბოსნაირების 39 სხვა უძველესი სახეობა იპოვეს. ამ გაყინულ სახეობებს კი ისეთი რეპროდუქციული ქცევა თუ თვისება აღმოაჩნდათ, რომლებიც ოსტრაკოდებში დღესაც გვხვდება — მათ შორის, გიგანტური სპერმატოზოიდებიც. თითოეული უჯრედის გაზომვა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმა მათი თქმით, ყველაზე პატარა სპერმატოზოიდი 0,2 მილიმეტრის სიგრძსაა, რაც ამ უძველესი არსების სიგრძის მესამედს შეადგენს.
ამასთან, კიბოსნაირების სხვა ნამარხებიდნა ვიცოდით, რომ მათ გიგანტური რეპროდუქციული ორგანოები ჰქონდათ, თუმცა ეს აღმოჩენა ამის ქრონოლოგიურად პირველი დამამტკიცებელი ნიმუშია.
2014 წელს ავსტრალიაში 16 მილიონი წლის კიბოსნაირი აღმოაჩინეს, რომლის სპერმატოზოიდის სიგრძე 1,2 მილიმეტრს შეადგენდა. თუმცა ეს ახალი ნიმუში 83 მილიონი წლით უფროსია.
რეპროდუქციის დროს, თანამედროვე მამრი ოსტრაკოდების მსგავსად, ამ სახეობის უძველეს დროში მცხოვრები წარმომადგენლებიც, დიდი ალბათობით, შესაჯვარებლად მეხუთე კიდურს სატყუარად იყენებდნენ, რათა მდედრი დაეჭირათ. როდესაც ამას მოახერხებდნენ კი, უშუალოდ განაყოფიერების პროცესზეც გადავიდოდნენ.
როდესაც სპერმატოზოიდები მდედრის გასანაყოფიერებელ ორგანოს აღწევენ, ავტორების თქმით, ისინი მოძრაობას იწყებენ და ერთ ადგილას ჯგუფდებიან, რათა კვერცხუჯრედის განაყოფიერება დაიწყონ.
მსგავს სახეობებში, სადაც მდედრი ერთზე მეტ მამრთან ჯვარდება, სპერმატოზოიდი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. მკვლერები ფიქრობენ, რომ გრძელ სპერმატოზოიდებს უპირატესობები ჰქონდა.
მათივე თქმით, მსგავს მასშტაბებს როგორც მამრებში, ასევე მდედრებში გარკვეული საფასურიც აქვთ: პირველ რიგში, ამისთვის რეპროდუქციული ორგანოები უნდა იყოს დიდი, რაც მსგავსი პაწაწინა არსებისთვის უკვე გამოწვევაა. ზოგიერთი თანამედროვე სახეობა თავისი სხეულის მესამედს მხოლოდ რეპროდუქციისთვის იყენებს.
თუმცა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოს წარმოადგენს, თუ როგორ და რატომ განუვითარდათ მათ მსგავსი ნიშანი.
აღმოჩენა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თანაც მხოლოდ იმიტომ არა, რომ ქარვამ რამდენიმე ინდივიდის რბილი ქსოვილი შემოინახა, არამედ იმიტომაც, რომ მათი ნიშნები თანამედროვეების მსგავსია.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები