მძღოლები Tesla-ს გამაგრილებელ სისტემაში ხელოვნური ხის ნაწილებს პოულობენ
ელექტრომობილების კომპანიის, Tesla-ს მანქანა model Y-ის მინიმალური ფასი დაახლოებით $50 ათასია. ეს "პრემიუმ" მოდელი ელექტროავტომობილების მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ცოტა ხნის წინ Model Y-ის მფლობელებმა Tesla-ს ფორუმებზე და Reddit-ზე ფოტოები გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ მათი ავტომობილების გაგრილების სისტემაში ხელოვნური ხის ის მასალაა გამოყენებული, რომელიც უბრალო საყოფაცხოვრებო მაღაზიებში იყიდება.
ეგრეთ წოდებული "ქულერი" სითხით გაგრილებადი კონდენსერის მცირე ნაწილია, თუმცა მანქანის კაბინის და ბატარეის გაგრილებაში ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ისიც ჩანს, რომ ხელოვნური ხისგან გაკეთებული პანელები მწვანე და შავი იზოლენტებით არის მიმაგრებული გაგრილების სისტემაზე. თუმცა ამ უცნაური სანახაობის ხილვა Tesla-ს ყველა Model Y-ში არაა შესაძლებელი: ზოგ მოდელში ხელოვნური ხის ნაცვლად, უბრალოდ, პლასტმასია გამოყენებული.
ამ დროისთვის გაუგებარია, რისთვის გამოიყენება პლასტმასის ან ყალბი ხის პანელები, თუმცა Tesla-ს ნაწილების ოფიციალურ კატალოგში ისინი ნაჩვენები არ არის.
კომენტარები