ასტრონომები Space X-ის თანამგზავრების ორბიტაზე გაშვებას აკრიტიკებენ
Satelite Constellations 1-ის სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც 250 ასტრონომი მონაწილეობს, Space X-ის ინტერნეტის "მანათობელ" თანამგზავრებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ Space X-ის Starlink პროექტმა, შესაძლოა, ასტრონომია და სამეცნიერო პროგრესი სასტიკად შეაფერხოს. ასტრონომები მანამდეც შიშობდნენ, რომ დიდი რაოდენობით თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება კოსმოსის დედამიწიდან დასურათებას და მის კვლევას ხელს შეუშლიდა.
ამჯერად სამუშაო ჯგუფმა კომპიუტერული სიმულაციით აჩვენა, თუ როგორ გავლენას იქონიებს Starlink კოსმოსზე დედამიწიდან დაკვირვებაზე, როცა Space X-ის პროექტი სრულად ამოქმედდება.
ტელესკოპის ობიექტივში აღმოჩენის შემთხევვაში Starlink-ის თანამგზავრები კოსმოსისთვის დედამიწიდან გადაღებულ ფოტოებზე კაშაშა ზოლს ტოვებენ. გადანათება კი წესიერი ფოტოების გადაღებას და სანდო ინფორმაციის მიღებას ხელს უშლის.
ამჟამად Starlink-ს აშშ-ის მთავრობისგან 30 ათასი პატარა ხელოვნური თანამგზავრის გაშვების უფლება აქვს მიღებული. ეს თანამგზავრები დედამიწას ინტერნეტს კოსმოსიდან მიაწვდიან.
მართალია, ამ ამბიციური მისიის მიზანი ერთობ პრაქტიკულია, მაგრამ ასტრონომები შიშობენ, რომ Space X-ის და დამატებით სხვა კომპანიების ათასობით ხელოვნური თანამგზავრი მათ საქმიანობას ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის.
კომენტარები