თუ ზუმში ვიდეოზარის დროს თქვენი ფონი მოგწყინდათ და გსურთ, რომ მეტად ორიგინალურები იყოთ, მაშინ აღნიშნული ფონების კოლექცია თქვენთვისაა. საკულტო და ცნობილი ადგილების ამსახველი ილუსტრაციების შთაგონების წყაროდ ხელოვნება, ლიტერატურა და კინო იქცა. ყველა ფონი 3D Rooms Project-ში სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.

მაიკლ სკოტის კაბინეტი სერიალიდან, ოფისი.

ფოტო: 3D Rooms Projec

"კარანტინის დროს, როცა თითქმის მთელ დროს ჩემს ოთახში ვიჯექი, ვფიქრობდი იმაზე, თუ რომელ ოთახში გავატარებდი ჩემს მთელ ცხოვრებას და ასე დავიწყე ილუსტრაციების შექმნა", — ჰყვება ახალი ფონების შემქმნელი, ამრიტ პალი.

ჯერის ოთახი ანიმაციიდან, ტომი და ჯერი.

ფოტო: 3D Rooms Project

თავდაპირველად ჩვეულებრივი ილუსტრაციები შემდგომში უკვე Zoom-ის ფონების უფასო კოლექციად იქცა.

ამჟამად ამრიტ პალი ProductHunt-ზე ატარებს გამოკითხვას, რათა გაარკვიოს, რომელი ოთახი დაამატოს შემდეგ განახლებაში. ვარიანტებში ჩამოთვლილია შერლოკის ოთახი, ჰარი პოტერის ოთახი, 70-იანი წლების ბინა და სხვა.

ზუმის ორიგინალური ფონის ილუსტრაციების გადმოწერა აქ შეგიძლიათ.