იაპონური კომპანია მფრინავი მანქანების გამოშვებას 3 წელიწადში გეგმავს
იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თანხები მფრინავი მანქანების განვითარებაში ჩადოს და სურს, გადაადგილების ამ ფუტურისტული მოდელის კომერციალიზაცია რაც შეიძლება მალე, 2023 წლისთვის დაიწყონ.
მფრინავ მანქანებზე ოცნება, შეიძლება ითქვას, რომ იაპონიაში ოცნებას უკვე აღარ წარმოადგენს. SkyDrive ქვეყნის უახლესი სტარტაპია, რომელიც მფრინავ მანქანებზე მუშაობს. მან ახალხან განაცხადა, რომ მისი SD-XX, ორადგილიანი პროტოტიპი ჩვეულებრივი მანქანის ზომისაა და 100 კმ/სთ სიჩქარით რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა შეუძლია.
Japan Times-ის მიხედვით, კომპანიას იმედი აქვს, რომ პირველ სატესტო ფრენას ამ ზაფხულს განახორციელებს.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ საჰაერო ტაქსის მომსახურება დიდ ქალაქებში წამოვიწყოთ — როგორც ოსაკაში, ასევე ტოკიოში. თავდაპირველი ფრენები წყლის თავზე ჩატარდება, რადგან თავიდანვე ქალაქში ფრენა ბევრ რისკებთანაა დაკავშირებული", — განაცხადა SkyDrive-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტომოჰირო ფუკუზავამ. მან ასევე აღნიშნა, რომ პერსონალის ზრდის გამო მუშაობა ბევრად აჩქარდა.
სტარტაპი გეგმავს, რომ ტურები სხვადასხვა კურორტზეც წამოიწყოს. რაც შეეხება მანქანას, იგი ძირითადად ავტოპილოტის რეჟიმში იფრენს, მაგრამ 100%-ით ავტონომიური ვერ იქნება, რადგნამ პილოტი სახიფათო ან გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედებისთვისაა საჭირო.
კომპანიის მიზანია, 2028 წლისთვის მინიმუმ 100 მანქანა გაყიდოს. თითო ეგზემპლარის ზუსტი ფასი ამჟამად უცნობია, თუმცა მათი თქმით, იგი საკმაოდ ძვირი იქნება.
კომენტარები