გუგლის რუკებში შუქნიშნები გამოჩნდება
კომპანია გუგლი ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც რუკებზე შუქნიშნების ლოკაციის მონიშვნას ითვალისწინებს. შუქნიშნები გუგლის რუკებზე როგორც ჩვეულებრივ, ისე ნავიგაციის რეჟიმში გამოჩნდება.
ახალ ფუნქციას ამჟამად მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობა იყენებს, რა დროსაც გუგლი უკუკავშირს იღებს. კერძოდ, Google Pixel 4-ში აღნიშნული ფუნქცია ჯერჯერობით მიუწვდომელია და სიახლე საწყის ეტაპზე აშშ-ის მხოლოდ რამდენიმე ქალაქში იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ შუქნიშნის განლაგებისას მის აწმყო დროში ანთებულ ფერს მომხმარებელი ვერ დაინახავს. გუგლის აზრით, ამ დეტალის გარეშეც ფუნქცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ავტომობილის მძღოლს დაეხმარება, მორიგი შუქნიშანი არ გამორჩეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გახდება ახალი ფუნქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი. ასევე უცნობია, მიიღებენ თუ არა მას უახლოეს მომავალში iOS მომხმარებლები.
აღსანიშნავია, რომ ეფლის საფირმო რუკებში მსგავსი ფუნქცია ჯერ კიდევ iOS 13-ში გამოჩნდა.
კომენტარები