ProductHunt: შეამოწმე შენი ელფოსტის უსაფრთხოება — Data Breach Checker
გსურთ, გაიგოთ, კომპრომეტირებულია თუ არა თქვენი ელფოსტის მისამართი და ემუქრება თუ არა ამის გამო თქვენს პირად მონაცემებს საფრთხე? მაშინ Data Breach Checker აუცილებლად დაგაინტერესებთ.
ახალი სერვისი მოიცავს მონაცემთა ბაზას, რომელიც გაძლევთ საშუალებას, გადაამოწმოთ, შეეხო თუ არა თქვენს ელექტრონულ ფოსტას ინფორმაციის რომელიმე მასობრივი გაჟონვა. სერვისი Have I Been Pwned გადაამოწმებს, მოხდა თუ არა თქვენი ელფოსტის კომპრომეტირება. ტროი ჰანტის მიერ შექმნილ ხელსაწყოს რეკომენდაციას უწევენ გლობალური ქსელის უსაფრთხოების სააგენტოები.
"ჩვენ შევამოწმებთ დარქნეტს და გავტეხავთ ფორუმებს გაჟონილ მონაცემთა ბაზების გადასამოწმებლად, რითაც ერთიან მონაცემთა ბაზას შევქმნით. ჩვენი ბაზა არ ინახება ჩვენს სერვერებზე. თუ ჩვენს სერვერებს გატეხავენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მათ იქ ჩვენი ბაზა არ დახვდებათ, რადგან მონაცემები სხვა სერვერებზეა და დაცულია სხვა დონის უსაფრთხოებით", — ნათქვამია სერვისის აღწერაში.
კომენტარები