ProductHunt: გააგზავნე და მიიღე ფული შენთვის სასურველ მესენჯერში — ZELF
ZELF საშუალებას გაძლევთ, სასურველ მესენჯერში წუთზე ნაკლებ დროში შექმნათ საკუთარი სადებიტო MasterCard ბარათი IBAN ანგარიშით. ფულის გაგზავნა და მიღება კი შესაძლებელია შესაბამისი ღილაკის, ხმოვანი შეტყობინების ან Apple/Google Pay-ის გამოყენებით.
ZELF-ის შემქმნელი, ელიოტ გოიქმანი აშშ-ის და ევროპის უმსხვილესი ბანკების, მათ შორის Barclays Capital და Deutsche Bank-ის ციფრულ ტრანსფორმაციას 20 წელიწადზე მეტხანს უძღვებოდა.
"ჩვენ ეკრანთან ყოფნისას დროის 84%-ს სხვადასხვა მესენჯერსა და სოციალურ ქსელში ვატარებთ, ხოლო ჩვენი მიმოწერები ხშირად ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისკენ გვიბიძგებს. ზუსტად ამიტომ, 2017 წელს მე მომივიდა იდეა, შემექმნა საბანკო სერვისი პირდაპირ ჩატში, რომელიც ფულთან მარტივ წვდომას უზრუნველყოფს. ZELF-ის გამოსაყენებლად თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი დამატებითი აპლიკაცია, ის შეტყობინების გაგზავნის მსგავსად მარტივია — ფინანსური ტრანზაქციები ჰარმონიულად ინტეგრირდება თქვენს საუბრებში", — წერს ელიოტი.
ZELF რამდენიმე სახის ბარათითაა წარმოდგენილი და მათი გამოყენებისას მოქმედებს ბონუს პროგრამა — თუ მოიწვევთ ერთ მეგობარს, თქვენ დაგერიცხებათ $5, ხოლო მეგობრის მეგობრის დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ დამატებით $1-ს მიიღებთ.
ბანკინგის ახალი თაობის პლატფორმაზე ბარათების წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ უკვე 350 ათასს მიაღწია.
კომენტარები