ბოტსვანაში გაურკვეველი მიზეზით მკვდარი ასობით სპილო იპოვეს
ბოლო ორი თვის განმავლობაში ბოტსვანაში ასობით სპილო დაიღუპა, მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური პირების თქმით, ნიმუშების ანალიზის შედეგებამდე ჯერ კიდევ კვირებია დარჩენილი.
ბოტსვანა სპილოების პოპულაციის მესამედის სამშობლოს წარმოადგენს. დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ეროვნული პარკის წარმომადგენელმა, ნეილ მაკკენმა განაცხადა, რომ ადგილობრივმა კონსერვაციონისტებმა ამ მოვლენის შესახებ სახელმწიფოს პირველად მაისის დასაწყისში შეატყობინეს, მას შემდეგ, რაც ტერიტორიას დათვალიერების მიზნით გადაუფრინეს.
"სამი საათის განმავლობაში მათ 169 მკვდარი სპილო შენიშნეს. ერთი თვის შემდეგ კი მათ უფრო და უფრო მეტი შემთხვევა დააფიქსირეს, ჯამში 350", — განაცხადა მაკკენმა.
მაისში ბოტსვანას სახელმწიფომ ბრაკონიერობის შემთხვევა გამორიცხა, რადგან სპილოებს ეშვები დაცლილი არ ჰქონდათ.
"ამასთან, მხოლოდ სპილოები იღუპებიან, ეს რომ ბრაკონიერების მიერ გამოყენებული ციანიდის შედეგი იყოს, სხვა ცხოველებიც დაიღუპებოდნენ", — აღნიშნა მაკკენმა.
პროფესორმა მაკკენმა ასევე გამორიცხა ბუნებრივად, ციმბირის წყლულით დაღუპვის ვარიანტიც, რომელმაც გასულ წელს ბოტსვანაში მინიმუმ 100 სპილო შეიწირა.
მაკკენის თქმით, ცხოველების სიკვდილის მეთოდი (ისინი, ძირითადად, სახით ეცემიან) და სხვა სპილოების წრეებზე სიარული მიგვანიშნებს, რომ რაღაც, შესაძლოა, მათ ნერვულ სისტემას უტევდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, წყაროს ცოდნის გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, არსებობს თუ არა დაავადების ადამიანებზე გადადების შანსი.
კომენტარები