Virgin Galactic-ის სატესტო ფრენა კომერციულ კოსმოსურ მგზავრობასთან გვაახლოებს
ბევრი ეროვნული კოსმოსური სააგენტო და კერძო კომპანია კოსმოსური ფრენების კომერცალიზაციას გეგმავს, რის შემდეგაც დედამიწის ორბიტაზე გასვლა უბრალო მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
Virgin Galactic ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელიც კომერციული კოსმოსური ფრენებით დაინტერესდა. წინა კვირას კომპანიის ახალმა ხომალდმა SpaceShipTwo-მ მეორე სატესტო ფრენა წარმატებით გაიარა.
"ასტრონავტებმა ფორგერმა და სუჩმა ფრენის ტესტები ჩაატარეს, რაც ხომალდის შესაძლებლობების და მაღალ სიჩქარეზე მანევრულობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს", — წერია კომპანიის პრესრილიზში.
მონაცემების შეგროვების გარდა, კომპანია ხომალდის კაბინის და ინსპექციის, ისევე როგორც საგანგაშო სისტემების მოდიფიცირებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომერციული ფრენა მანამდეც ჩატარებულა, ბევრი კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალში ეს უფრო აქტიური პრაქტიკა იქნება.
ინჟინრული პერსპექტივით, ბოლო პერიოდში კოსმოსური ხომალდები მნიშვნელოვნად დაიხვეწა. Space Shuttle-ის პროგრამის შემდეგ სააგენტოების ინტერესი მრავალჯერადი გამოყენების მქონე ხომალდებზე გადაერთო, რაც კოსმოსურ ფრენებს მნიშვნელოვნად აიაფებს.
კომენტარები