iPhone 12-ის შეძენისას, შესაძლოა, დამტენის ყიდვა ცალკე მოგიწიოთ
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი აიფონის კომპლექტაციაში EarPods ყურსასმენები და დამტენი მოწყობილობა აღარ იქნება.
ექსპერტების თქმით, ეფლი მნიშვნელოვნად შეზღუდავს ახალი აიფონის კომპლექტაციას, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ვიხილოთ. ახალი აიფონის მოდელის ზუსტი სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის iPhone 12-ის სახელით გამოვა.
მინგ-ჩი კიოს მტკიცებით, ახალი აიფონის კომპლექტაციაში ჩვენ მხოლოდ დამტენის Lightning კაბელს მივიღებთ, ხოლო დამტენი მოწყობილობის ყიდვა ცალკე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ახალი სმარტფონის დამტენის სიმძლავრე არსებული 18 ვატიდან 20 ვატამდე გაიზრდება. ცალ-ცალკე EarPods-ის და დამტენი მოწყობილობის ფასი $29-ს შეადგენს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სახით კომპანია დააკომპენსირებს აიფონში 5G მოდულისა და სხვა ტექნიკური თუ პროგრამული გაუმჯობესებათა ხარჯებს.
ჯონ ფინგანსი Engadget-დან კი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომელიც ეკოლოგიას უკავშირდება.
მრავალი კვლევით დგინდება, რომ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აიფონის შეძენისას პრაქტიკულად არ იყენებს დამტენ მოწყობილობას, რომელიც მას მოყვა და ძველით სარგებლობას განაგრძობს.
გარდა ამისა, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული უსადენო დამტენები.
კომენტარები