NASA-ს თქმით, CrewDragon დაკისრებულ მისიას მოსალოდნელზე უკეთ უმკლავდება
NASA-ს ასტრონავტების, ბობ ბენკენისა და დაგ ჰარლის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით გაშვების შემდეგ, CrewDragon ISS-ს დაუკავშირდა და როგორ ჩანს, იგი თავის მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს.
ჯერჯერობით იგი მოლოდინებსაც კი აჭარბებს: "კაფსულა შესანიშნავ ფორმაშია", — განაცხადა NASA-ს კომერციული პროგრამის მენეჯერმა სტივ სტიჩმა.
როგორც აღმოჩნდა, ხომალდის მზის პანელები იმაზე უკეთესად უმკლავდება თავის დანიშნულებას, ვიდრე წარმოედგინათ, ეს კი ნიშნავს, რომ მას შეუძლია სადგურთან დაკავშირებული კიდევ 114 დღე, ანუ გათვალისწინებულზე 77 დღით მეტხანს იყოს: ამ ეტაპისთვის ხომალდის თავის ეკიპაჟიანად დედამიწაზე დაბრუნება 2 აგვისტოსაა დაგეგმილი.
NASA ასევე გეგმავს, რომ 4 ივლისს ტესტირების მიზნით მოდულში CrewDragon-ის პილოტებთან ერთად კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის კიდევ ორი ასტრონავტი განათავსოს. ისინი კაფსულაში ჩასხდებიან და ისეთ ყოველდღიურ აქტივობებს განახორციელებენ, როგორიცაა ძილი და ჰიგიენისთვის საჭირო პროცედურები. ასტრონავტები ასევე გამოცდიან ავარიულ პროცედურებს.
მართალია, გაშვებისას CrewDragon-ში მხოლოდ ორი ასტრონავტი იმყოფებოდა, თუმცა რეგულარული ფრენების დროს კაფსულაში მინიმუმ ოთხი ადამიანი მოთავსდება. ამ ტესტების მიზანს კი სწორედ იმის გაგება წარმოადგენს, თუ როგორი გამოცდილება იქნება სამომავლო მოგზაურობები კაფსულაში.
ახლახან ბენკინი სადგურის ეკიპაჟის წევრ კრის კასიდისთან ერთად ღია კოსმოსში ISS-ის ელემენტების გამოსაცვლელად გავიდა.
ბენკინისა და ჰარლის უკან, დედამიწაზე დაბრუნებამდე სააგენტო დამატებითი შემოწმებების ჩატარებას გეგმავს — მათ შორის ჰაერის კონდიცირების სისტემის.
CrewDragon-ის გაშვება და სადგურთან დაკავშირება ხარვეზების გარეშე განხორციელდა, თუმცა მისია წარმატებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდებიან.
კომენტარები