დაკარგული კონტინენტის ახალი რუკები ზელანდიას დეტალურად აღბეჭდავს
დედამიწის მერვე კონტინენტი მსოფლიოს რუკებზე თავს იშვიათად იჩენს ხოლმე. იმიტომ, რომ მისი 95% წყნარ ოკეანეშია ჩაძირული.
ზელანდია ან ტე რიუ-ა-მაუი, როგორც მას აბორიგენულ ენაზე ეძახიან, 5 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის კონტინენტია, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად წყალში, ახალი ზელანდიის ქვეშ არის მოთავსებული. გიგანტური მიწის მასა მეცნიერებმა 1990-იანებში აღმოაჩინეს და კონტინენტის სტატუსი ფორმალურად 2017 წელს მიანიჭეს.
რთული გეოგრაფიის გამო, "დაკარგული კონტინენტი" კარგად შესწავლილი ამ დრომდე არ არის.
ახალი ზელანდიის სამთავრობო კვლევითმა ორგანიზაციამ, GNS Science-მა ზელანდიის "დაკარგული კონტინენტის" დასურათება და უპრეცედენტოდ დეტალური რუკების გაკეთება დაიწყო.
"ჩვენ ახალი ზელანდიის და წყნარი ოკეანის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთ არეალის განახლებული გეოლოგიური რუკა გავაკეთეთ", — ამბობს გეოლოგი ნიკ მორტიმერი. "ის [რუკა] ღირებული იმიტომაა, რომ ახალი ზელანდიის ვულკანების და სანაპიროების შესახებ ახალ კონტექსტს იძლევა".
ახალ რუკებზე ზელანდიის ოკეანიის ფსკერის ფორმა და მისი ტექტონური ისტორია კარგად ჩანს. ინტერაქციული ნახაზები კონტინენტის მრავალ-მილიონიანი წლის ჩამოყალიბების ისტორიას აჩვენებს.
ინტერაქციული რუკები ზელანდიის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ და თუ ვინმე გკითხავთ, რას აკეთებთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ დაკარგული კონტინენტის აღმოჩენით ხართ დაკავებული.
კომენტარები