ახალი ალგორითმი ადამიანის სახის დაბალხარისხიან გამოსახულებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს
დიუკის უნივერსიტეტის მკველვრებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც ადამიანის სახის პიქსელირებული პორტრეტის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ახერხებს. იგი ძალიან ჰგავს ცნობილ ფუნქციას Enhance! სატელევიზიო შოუდან, დანაშაულის ადგილი (CSI), რომელსაც ზუსტი ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად ჰაერიდან შეუძლია.
ხელოვნური ინტელექტი, სახელად PULSE ქმნის ადამიანის სახის ფოტორეალისტურ გამოსახულებას, რომელიც 64-ჯერ აღემატება პირველწყაროს ხარისხს. მაგალითად, ალგორითმს 16 x 16 სურათის გაფართოების 1024 x 1024-მდე გაუმჯობესება შეუძლია.
"აქამდე მაღალი დეტალიზაციით მსგავსი მასშტაბის გაუმჯობესება სურათებში წარმოუდგენელი იყო", — ნათქვამია კომპიუტერული მეცნიერის და აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელის, სინტია რუდინის განცხადებაში.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ ტექნოლოგიის გამოყენება დადებითად აისახება მედიცინაზე, მიკროსკოპულ კვლევებსა და თანამგზავრების მიერ გადაღებულ სურათებზეც კი.
მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერებმა სერიალ CSI-ში გამოგონილი ფუნქცია დღეს უკვე რეალობად აქციეს. ახალი ხელსაწყო რეალისტური სახეების გენერირებას პიქსელირებულ გამოსახულებაზე დაყრდნობით ახორციელებს, რაც სინამდვილეში მხოლოდ სახის პირველწყაროსთან შედარებით მაღალ მსგავსებას უზრუნველყოფს.
ხელოვნური ინტელექტი მანქანური დასწავლის "შედარების წარმომქმნელი ქსელის" მეთოდს იყენებს, რომელშიც ორი ნეირონული ქსელი დიდი რაოდენობით ფოტომასალას შეისწავლის. აქედან ერთი ქსელი ახალ სახეებს აგენერირებს მაშინ, როცა მეორე, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით შედეგებსა და სურათის დამაჯერებლობას აანალიზებს.
კომენტარები