ილონ მასკი თანამშრომლებს: SpaceX-ის უპირველეს პრიორიტეტს Starship წარმოადგენს
SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თანამშრომლებისთვის მიწერილ მეილში განაცხადა, რომ კომპანიის ნომერ პირველ პრიორიტეტს ამჟამად, Dragon-ის უსაფრთხოდ დაბრუნების გარდა, Starship წარმოადგენს. მისი თქმით, Starship-ის პროექტზე მუშაობა დაუყოვნებლად უნდა დაჩქარდეს.
ახლახან, SpaceX-მა თავისი CrewDragon-ით NASA-ს ორი ასტრონავტი ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვა. ასტრონავტები ჯერჯერობით სადგურზე იმყოფებიან, რამდენიმე თვის შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან და ხომალდს დაშვების დროს გამოცდიან. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლა საკმაოდ რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთან ასოცირდება.
რაც შეეხება Starship-ს, ის SpaceX-ის კიდევ ერთი პროექტია, რომლის მიზანსაც ადამიანების მთვარეზე და მარსზე მიყვანა წარმოადგენს. კომპანია მასიური კონსტრუქციის აგებას გეგმავს და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ერთ დღესაც იგი დანიშნულების ადგილამდე 100 მგზავრს მიიყვანს.
თუმცა მსგავსი მასშტაბური გეგმის განსახორციელებლად საკმაოდ ბევრი შრომაა საჭირო. CrewDragon-ის ისტორიულ გაშვებამდე ერთი დღით ადრე, ტეხასში დაფუძნებულ SpaceX-ის გუნდმა წარუმატებლობა იწვნია — Starship-ის მეოთხე პროტოტიპი, SN4 საწვავის ტესტირების დროს აფეთქდა.
კარგი ამბავი ისაა, რომ კომპანია მის ჩამნაცვლებელზე უკვე მუშაობს.
"SN4-მა იმაზე მეტი ტესტირების გავლა შეძლო, ვიდრე მისმა წინამორბედმა პროტოტიპებმა. SN5 კი მის შედეგს გააუმჯობესებს და უფრო მეტი ტესტის ჩაბარებას შეძლებს", — განაცხადა Ars Technica-ს სამეცნიერო ჟურნალისტმა, ერიკ ბერგერმა.
კომენტარები