ისტორიული ფრენის დროს SpaceX-ის ფალკონ 9 Linux-ს იყენებდა
გასულ კვირას, ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, SpaceX-მა ისტორიული გაშვება განახორციელა — CrewDragon-ით NASA-ს ორი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა.
ZDNet-ის მიხედვით, ამ ისტორიული ფრენის დროს ფალკონ 9 Linux-ის ბაზისურ ფუნქციებამდე დაყვანილ ოპერაციულ სისტემას იყენებდა. Linux-ის ეს ვერსია, ამასთან, ერთის ნაცვლად სამ ორბირთვიან პროცესორზე მუშაობს. ამის მიზეზი კი ისეთი შეცდომებისგან თავის დაზღვევაა, როგორებსაც ასტრონავტების საფრთხეში ჩაგდება შეუძლია.
სწორედ ამიტომ, SpaceX მსგავს დამზღვევ სისტემაზე მუშაობს. რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს სამივე ბირთვის შეთანხმებაა საჭირო, ბრძანება მხოლოდ ამ დროს სრულდება. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება უქმდება და პროცესი მეორდება.
ZDNet-ისვე მიხედვით, ჯერ კიდევ 2013 წელს Reddit-ზე განთავსებულ პოსტში SpaceX-ის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ Dragon და ფალკონ 9 Linux-ზე მუშაობდნენ.
თუმცა SpaceX პირველი არაა, რომელმაც ღია პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება დაიწყო. მაისის ბოლოს შესრულებული ფრენის დანიშნულების ადგილი, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიც კი, Microsoft-ის Windows-იდან Linux-ის ოპერაციულ სისტემაზე 2013 წელს გადავიდა.
კომენტარები