სონი 4 ივნისს PlayStation 5-ს წარმოადგენს
სონიმ PlayStation 5-ის პრეზენტაციის ჩატარების თარიღი ოფიციალურად დაადასტურა. სანახაობრივი და შთამბეჭდავი ღონისძიება მომდევნო ხუთშაბათს, 4 ივნისს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
კომპანიის განცხადებით ღონისძიების სტუმრები "PlayStation 5-ზე თამაშების მომავალს" იხილავენ. Sony Interactive Entertainment-ის გენერალური დირექტორის, ჯიმ რაიანის თქმით ღონისძიება "საათზე ცოტა მეტს" გაგრძელდება და პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები "თამაშების პირველ შთაბეჭდილებას" იხილავენ.
"PlayStation 5-სთვის საუკეთესო თამაშებს მსოფლიოში ცნობილმა ინოვაციურმა სტუდიებმა შექმნეს. მსხვილი და მცირე და მათ შორის შედარებით ახალგაზრდა კომპანიებმა ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ სრულად აეთვისებინათ ახალი სათამაშო კონსოლის აპარატული პოტენციალი" — აცხადებს რაიანი.
PS5-ის დეტალებზე კომპანია უფრო ვრცლად მომდევნო ღონისძიებებზე ისაუბრებს. "აქ თქვენ PS5-ის განახლებების მხოლოდ ნაწილს იხილავთ, ხოლო მომდევნო კვირაში ჩვენ უფრო მეტს მოგიყვებით"— განმარტავს რაიანი.
შეგახსენებთ, რომ სონიმ უკვე გვაჩვენა ახალი კონსოლის უსადენო კონტროლერი, ტექნიკური მახასიათებლები და ლოგო. საბოლოოდ გვაჩვენებს თუ არა აღნიშნულ ღონისძიებაზე კომპანია თავად კონსოლს — უცნობია.
PS5-მა მოდიფიცირებული 8 ბირთვიანი AMD Zen 2 პროცესორი მიიღო, რომლის ტაქტური (ცვალებადი) სიშირე 3.5 გჰც-ს შეადგენს. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, მის ადგილს AMD RDNA 2-ის ბაზაზე შექმნილი ვიდეო ბარათი დაიკავებს, რომლის სიმძლავრეც 10.28 ტერაფლოპს აღწევს.
PlayStation 5-ის მნიშვნელოვანი ცვლილება კი მის დაპატენტებულ 825 გბ-იან SSD-ს უკავშირდება, რომლის წარმადობა 5.5 გბ/წმ შეადგენს. შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ Epic Games-მა Unreal 5 წარმოადგინა, რომელიც სტუდიური ხარისხის 8K გრაფიკულ ხარისხს არაფრით ჩამოუვარდება.
კომენტარები