iOS 13.5-ს პანდემიით განპირობებული ახალი ფუნქციონალი დაემატა
დღეს ეფლმა iOS 13.5 გამოუშვა, რითაც აიფონებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ორი საჭირო სიახლე დაემატა. განახლების შემდეგ აიფონის Face ID მფლობელს პირბადითაც ამოიცნობს. გარდა ამისა, აიფონმა ეფლის და გუგლის ეპიდკონტაქტების გამოვლენის ერთობლივი პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციონალის მხარდაჭერაც მიიღო.
iOS-ის წინა ვერსიებში მომხმარებელს, რომელსაც უკეთია პირბადე Face ID -ის საშუალებით აიფონის განბლოკვისას, პაროლის შეყვანის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმეწამიანი მოცდის შემდეგ შეეძლო, თუმცა iOS 13.5-თან ერთად მომხმარებელს პაროლის შეყვანა მაშინვე შეუძლია, რადგან აიფონი სახეს პირბადეშიც აღიქვამს.
iOS 13.5-ს ასევე დაემატა ეფლის და გუგლის მიერ შემუშავებული ერთიანი Exposure API (აპლიკაციის დაპროგრამების ინტერფეისი), რომელიც საშუალებას გაძლევთ სრულყოფილად გამოიყენოთ სახელმწიფოს მიერ შექმნილი COVID-19 ეპიდკონტაქტების გამოვლენის სპეციალური აპლიკაცია. ახალი სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ სპეციალური აპლიკაცია აღნიშნული API-ს გამოყენებით იქნება შექმნილი.
მომავალში ეპიდკონტაქტების მოძიების ფუნქცია სისტემის დონეზე დაინერგება, რაც კონტაქტების გამოვლენის საშუალებას ყოველგვარი დამატებითი აპლიკაციების გარეშე მოგცემთ.
კომენტარები