ავსტრალიაში კაცი მუზეუმში შეიპარა და დინოზავრებთან ერთად სელფები გადაიღო
წინა კვირას პოლიციამ ახალი სამხრეთ უელსის მუზეუმის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო როგორ იპარება ახალგაზრდა კაცი მუზეუმში და სამუზეომო ექსპონატებთან ერთად ფოტოებს იღებს.
ავსტრალიის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი, სადაც კაცი შეიპარა, 9 თვის მანძილზე რემონტებოდა და დაკეტილი იყო. პანდემიის გამო განახლების სამუშაობი შეჩერდა, ამიტომ მუზეუმის გახსნა გადაიდო.
ადამიანი, რომელიც მუზეუმში შეიპარა, გრმანელი სტუდენტი სახელად პოლ კუნი იყო. ის სამართალდამცავებს მას შემდეგ ჩაბარდა, რაც პოლიციამ ვიდეოჩანაწერი facebook გვერდზე გამოაქვეყნა იმ იმედით, რომ კუნს ვინმე ამოიცნობდა, თუმცა გერმანელმა სტუდენტმა ინტერნეტ საზოგადოებისგან მხარდაჭერა დაიმსახურა.
იმის გამო, რომ კუნს მუზეუმის არცერთი ექსპონატი არ მოუპარავს და არაფერი დაუზიანებია, გერმანელი სტუდენტს მხოლოდ გირაოს გადახდა მოუწია. თუმცა, როგორც ჩანს კუნმა მუზეუმის თანამშრომლის შლაპა აიღო, რომლითაც ის დინოზავრების ძვლებთან ფოტოების გადასაღებად პოზიორობდა და კედლიდან ფოტო ჩამოხსნა.
გლობალური პანდემიის და მიმდინარე სამუშაოების შეჩერების დამსახურებით, მუზეუმი კიდევ 6 თვე არ გაიხსნება. თუმცა, მომხდარი ინციდენტის გამო მუზეუმი დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას გეგმავს.
კომენტარები