Reuters-ის თანახმად, სულ მალე Tesla ახალ ელემენტებს წარმოადგენს, რომლებიც, კომპანიის თქმით, ელექტრონული მანქანების ფასს საწვავზე მომუშავე მანქანებისას გაუტოლებს, ხოლო ელემენტების მუშაობის ხანგრძლივობას ბევრად გააუმჯობესებს.

კომპანია ელემენტებს ახალი მოდელისთვის გამოიყენებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან 2021 წლის დასაწყისში ჩინეთში გაიყიდება. Reuters-ის მიხედვით, ელემენტები Tesla-სა და კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილონ მასკის მიერ შერჩეული ელემენტთა ექსპერტების გუნდის გაერთიანებით შეიქმნა.

ფოტო: REUTERS

ელემენტები ახალ ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც მათ შიგნით წნევას ამცირებს, ასე კი მუშაობის ხანგრძლივობა იზრდება.

მთლიანად ავტომატიზირებული წარმოების პროცესის წყალობით კი, მანქანების დამზადების ხარჯები ასევე მნიშნელოვნად დაეცემა. აღსანიშნავია, რომ Tesla უფრო მასიური ტერაქარხანების გახსნას გეგმავს, რომლებიც არსებულ მასიურ გიგაქარხანებთან შედარებით — სადაც ელემენტები მზადდება — ბევრად დიდები იქნებიან.

მასკის განცხადებით, Tesla მიმდინარე თვის ბოლოს "ელემენტების დღეს" გამოაცხადებს და შესაძლოა, ახალი ელემენტების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გააკეთოს.