COVID-19-ისადმი კოლექტიური იმუნიტეტი ჯერ კიდევ ძალიან შორი პერსპექტივაა
კოლექტიური (ჯოგური) იმუნიტეტი ინფექციური დაავადებისგან არაპირდაპირი დაცვის ფორმაა, რომელიც შესაძლებელი მაშინ არის, როცა პოპულაციის დიდი ნაწილი რაიმე ინფექციისადმი იმუნური ხდება.
ბევრი მიიჩნევს, რომ კოლექტიური იმუნიტეტია ის რაც პანდემიას დაგვაძლევინებს. ადამიანები რომლებსაც ინფექცია გადააქვთ, კორონავირუსისადმი ანტისხეულებს გამოიმუშავებენ რაც მათ ხელახალ ინფიცირებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის შემთხვევაში, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად, კორონავირუსი მოსახლეობის 70%-მა პროცენტმა უნდა გადაიტანოს.
ამ დროისთივს ინფექციის პირველმა ტალღამ 300 000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის საფუძველი გახდა. მიუხედავად ამისა, ისეთ ქვეყნებშიც კი სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა და COVID-19-ს უამრავი ადამიანი შეეწირა, იმუნიტეტის მისაღწევად საჭირო ანტისხეულები მხოლოდ ათმა პროცენტმა გამოიმუშავა.
ესპანეთში და საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები მხოლოდ 5%-ს აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს ბევრი ინფიცირებული და 25 000-ზე მეტი გარდაცვლილი ჰყავთ.
"ესპანეთი იმის მაგალითია, რომ მასშტაბური ეპიდემიები და ჭარბი სიკვდილიანობა კოლექტიურ იმუნიტეტს არ ქმნის",— ამბობს ჰარვარდის ეპიდემიოლოგი უილიამ ჰანაჯი.
აშშ-ში კორონავირუსმა 85 000 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა კოლექტიური იმუნიტეტის პერსპექტივა აქაც ძალიან შორეულია. კალიფორნიაში ანტისხეულები 2,5-4,2 პროცენტს აღმოაჩნდა.
ნიუ-იორკში სიტუაცია უფრო ოპტიმისტურია. ამჟამინდელი მონაცემებით, ანტისხეულები ინფიცირებულთა 21,2%-მა გამოიმუშავა. თუმცა, ეს მაჩვენებელიც იმუნურობის საჭირო რაოდენობისგან ძალიან შორსაა.
ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკოსის, ნატალი დინის თქმით, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულები, სავარაუდოდ, მხოლოდ 5%-ს აქვს.
ისეთ ადგილებშიც კი სადაც დაავადება უფრო თავისუფლად ვრცელდება იმიტომ, რომ მკაცრი პრევენციული ზომები არ მიიღეს, კოლექტიური იმუნიტეტი შორეული პრესპექტივაა. მაგალითად, შვედეთში სადაც ყველაზე მსუბუქი პრევენციული ზომებია და 3 500 ადამიანი გარდაიცვალა, ანტისხეულები საკმაოდ ცოტას აქვს. სტოკჰოლმში ატნისხეულები მხოლოდ 12,5 პროცენტს აღმოაჩნდა.
"ეს იდეა, რომ თითქოს პრევენციული ზომების არ მიღებით მაგიური კოლექტიური იმუნიტეტი მიიღწევა,მერე რა თუ გზად ცოტა ხალხი მოკვდა, ძალიან საშიშია",— ამბობს WHO-ს წარმომადგენელი მაიკ რაიანი.
"ადამიანები ჯოგები არ არიან. ფიქრობ, რომ ბუნებრივი ინფექციის ტერმინები ადამიანებზე საუბრის დროს ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ მთავარი ადამიანის სიცოცხლეა".
საბოლოო ჯამში კოლექტიური იმუნიტეტი ვაქცინაციით მიიღწევა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ დაახლოებით ორი წლის მანძილზე COVID-19-თან გამკლავება ვაქცინის გარეშე მოგვიწევს.
მანამ, სანამ ვაქცინა არ არსებობს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირუსის ახლო მონიტორინგი და ინფიცირებულთა კონტაქტებზე დაკვირვება უნდა მოხდეს. პრევენციული ზომების შემსუბუქების შემდეგ შესაძლოა, რომ ბიზნესების ხელახალი დახურვა გახდეს საჭირო.
კომენტარები