ინსტაგრამის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საკუთარ პროფილზე კონტენტის კონტროლის მეტ საშუალებას აძლევს, მათ შორისაა კომენტარების მასობრივი წაშლის შესაძლებლობაც.

ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ აღნიშნულ სიახლეს ეტაპობრივად ყველა მომხმარებელი მიიღებს. იმისთვის, რომ iOS-ზე კომენტარების მასობრივი წაშლის ფუნქცია გამოიყენოთ, მარჯვენა ზედა კუთხეში დააწექით 3-წერტილიან ღილაკს და აირჩიეთ "Manage Comments" რის შემდეგაც შეგიძლიათ ერთდროულად 25 კომენტარამდე წაშალოთ ან გადახვიდეთ დამატებით პარამეტრებში, რათა მსგავსი კომენტარების ავტორები შეზღუდოთ/დაბლოკოთ.

ანდროიდის შემთხვევაში კომენტარზე ხანგრძლივი დაჭერის შემთხვევაში შეგიძლიათ იქვე მონიშნოთ წასაშლელი კომენტარები ან 3-წერტილიან ღილაკზე დაჭერით დაბლოკოთ/შეზღუდოთ ავტორები.

სულ მალე ინსტაგრამს სასურველი კომენტარის თავში მიმაგრების (Pin) ფუნქციაც დაემატება, რაც საშუალებას მოგცემთ ყველაზე კარგი კომენტარი პირველ ადგილზე გადაიტანოთ.

ასევე, პრივატულობის პარამეტრებიდან ინსტაგრამის მომხმარებლებს ამიერიდან შესაძლებლობა აქვთ თავად გადაწყვიტონ ვის ექნება ან არ ექნება მათი მონიშვნის უფლება.