ოქსფორდის მეცნიერების ვაქცინამ მაიმუნები კორონავირუსისგან დაიცვა
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კორონავირუსის ვაქცინა ექვს მაიმუნზე გამოცადეს, შედეგები კი საკმაოდ დამაიმედებელია. ექსპერიმენტი მარტის ბოლოს ჩატარდა და მას დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ.
ექვსმა მაკაკა რეზუსმა ჯენერის ინსტიტუტისა და ოქსფორდის გუნდის შემუშავებული ვაქცინა მიიღო. შემდეგ კი მკვლევრებმა მათი კორონავირუსის დიდი დოზით ინფიცირება სცადეს, რომლითაც მათ აქამდე სხვა მაიმუნები დაუინფიცირებიათ.
ექსპერიმენტში მონაწილე მაიმუნები კი 28 დღის შემდეგაც სრულიად ჯანმრთელები იყვნენ.
ვაქცინას, რომელიც რეზუსებს მისცეს, hAdOx1 nCoV-19 ეწოდება. მისი ადამიანებზე გამოცდა ახლახან დაიწყო და მკვლევრები იმედოვნებენ, რომ სექტემბრისთვის დასრულდება. ვაქცინის შექმნის პროცესი საკმაოდ გრძელია, ხოლო სექტემბრისთვის ვარგისი ვაქცინის შექმნა უჩვეულოდ სწრაფი პროცესი და მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.
მსოფლიოს უდიდესმა ვაქცინის მწარმოებელმა, ინდოეთის სისხლის შრატის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი კვლევის დასრულებას არ დაელოდებიან და 40 მილიონ დოზა ვაქცინას წინასწარ დაამზადებენ, რათა მისი ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში დრო მოიგონ.
Sinovac Biotech პეკინში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნას ცდილობს. მათ დაადგინეს, რომ მათი ვაქცინა რეზუსებზე ასევე ეფექტიანია, ადამიანებზე ცდებს კი ახლა იწყებენ.
ადამიანები და მაკაკები დნმ-ის დაახლოებით 93%-ს იზიარებენ. რადგანაც ვაქცინა მაკაკებზე მუშაობს, ეს აუცილებლად მის ადამიანებზე ეფექტიანობას არ ნიშნავს.
ამავე თემაზე:
კომენტარები