კუს ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც მუდმივად "იღიმის"
მატა მატა კუ მსოფლიოში ცნობილია თავისი დიდი თვალებით, სამკუთხედი თავით და წაგრწელებული ცხვირით. დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ეს ქარიზმატული კუ Chelus გვარის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს.
თუმცა, ხანგრძლივმა გენეტიკურმა ტესტირებამ და კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ საოცარად უცნაური რეპტილიის ორი სახეობა არსებობს: Chelus Orinocensis და Chelus Fimbriata. ეს უკანასკნელი ექსკლუზიურად ამაზონის მდინარეებში ბინადრობს.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ კუების ქცევის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მათ გენეტიკაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება", — ამბობს მკვლევარი, უვე ფრიცი.
ეს კუ, რომელიც გარეგნობით მომღიმარ მოხუცებულს წააგავს სხვა ნიშანთვისებებითაც გამოირჩევა. მაგალთად მათი სხეულის დიდი ნაწილი წყალმცენარეებით არის დაფარული, რაც ამ თითქმის ერთმეტრიან კუს წყლის სიღრმეებში კარგად დამალვის საშუალებას ძლევს.
კამუფლაჟირებული წყლის კუ მოთმინებით ელოდება ხოლმე პატარა თევზს ან ფეხსახსრიანს, გასაოცარი სისწრაფით იგრძელებს კისერს და მძლავრი ყბებით მსხვერპლს იხელთებს.
იქამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ მატა მატა კუების მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს მიიჩნეოდა, რომ ცხოველს გადაშენების საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, რადგან ორ განსხვავებულ სახეობაზეა საუბარი, შეჯვარება შეზღუდულია.
კვლევის ავტორი მარიო ვარგას-რამირესი, რომელმაც ახალი სახეობა გამოავლინა მიიჩნევს, რომ ამ კუებს შეიძლება საფრთხე დაემუქროთ, რადგან ამაზონის ტყეებში ბარკონიერობა და უცნაური ცხოველებით ვაჭრობა გახშირებულია.
კომენტარები