სექსტინგი და გაზრდილი ინტერესი ნუდების მიმართ კარანტინის პერიოდში
"არ ვიცით რა იქნება ხვალ, ამიტომ გამოგზავნე ნუდები დღეს",— ეს გამოგონილი ბიბლიური მუხლი ტვიტერზე უკვე რამდენიმე კვირაა სულ უფრო ტრენდული ხდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანების დიდ ნაწილს სახლში ყოფნა უწევთ და ამ დროს მარტოობა არცთუ ისე სასიამოვნოა. შესაბამისად, იზრდება ინტერესი სექსისა და სექსტინგის მიმართ.
სექსუალური კონტენტის აღმნიშვნელი სხვადასხვა სიტყვით დაინტერესება ტვიტერზე მარტის დასაწყისიდან აპრილამდე 384%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ატმის ემოჯის გამოყენება ინტერნეტის მომხმარებლებს შორის 46%-ით გაიზარდა. ბადრიჯანისა და ატმის ემოჯის მიმართ ინტერესის ზრდას აპრილის ბოლომდე პროგნოზირებენ.
კინსის ინსტიტუტის მკვლევრის, ჯასტინ ლემილერის თქმით, არსებობს სამეცნიერო კვლევა, რომლის მიხედვითაც სახლში გამოკეტილი ადამიანები საკუთარი სექსუალური კომფორტის ზონიდან გამოდიან და ამ საკითხში სიახლეებს აღარ ერიდებიან. კვლევაში დაახლოებით 1 200 ადამიანი მონაწილეობდა.
სიახლეებში იგულისხმება ისეთი სექსუალური პრაქტიკა, რომლისთვისაც ექსპერიმენტის მონაწილეებს აქამდე არ მიუმართავთ. მათ შორისაა სექსტინგი და ნუდების გაცვლა.
ამჟამად კინსის ინსტიტუტში ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაზე კორონავირუსის გავლენას იკვლევენ. იმ დროს, როცა ადამიანების ნაწილი პანდემიის პერიოდში სექსუალურად უფრო მეტად აქტიურია, სხვები ამ საკითხში ნაკლებად აქტიურები გახდნენ. გამოკითხულთა ნაწილის თქმით, ისინი პანდემიის დაწყების მომენტიდან მასტურბაციითაც კი არ დაკავებულან.
"სხვადასხვა ადამიანისთვის მოვლენები სხვადასხვაგვარად ვითარდება. ზოგიერთი მათგანი ძალიან იძაბება სექსუალური სურვილების განცდისას, ზოგი კი პირიქით, ამაში სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებას ხედავს" — აცხადებს ლემილერი.
ნუ ღელავთ. სავსებით ნორმალურია, თუ ვინმესთვის საკუთარი ნუდების ჩვენება არ გსურთ. სავსებით ნორმალურია ისიც, თუ ამის სურვილი გაქვთ.
კომენტარები