Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მისი ფონდის მთელი ყურადღება კორონავირუსის პანდემიისკენაა მიმართული. 67 წლის მილიარდერმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ბილისა და მელინდა გეიტსების ფონის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"ფონდის მთელი ყურადღება პანდემიისკენაა მიმართული. საქმეში ჩართული ფონდის სხვა სფეროებიც კი არიან, მაგალითად, უმაღლესი განათლებისა და სკოლების წარმომადგენლები", — განაცხადა მან.

"ფონდი თავის მიზნებზე ფოკუსირებას განაგრძობს, მათ შორის ინფექციურ დაავადებებზე, უკიდურესი სირარიბის აღმოფხვრაზე და აშშ-ის საჯარო განათლების გაუმჯობესებაზე. COVID-19-ის პანდემია ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროს აზარალებს", —განაცხადა გეიტსების ფონდის წარმომადგენელმა.

გეიტსი პანდემიის რისკზე წლების განმავლობაში საუბრობდა და ამბობდა, რომ ჯანდაცვის ისეთი გლობალური კრიზისს, რომელიც კორონავირუსმა გამოწვია, წელიწადზე ნაკლებ დროში 30 მილიონი ადამიანის მოკვლა შეუძლია. მისი თქმით, ადამიანები ახლა აანალიზებენ, რომ მსგავსი აფეთქებები, შესაძლოა, იმაზე ხშირად მოხდეს, ვიდრე ეგონათ.

მისმა ფონდმა, რომელმაც სხვადასხვა ინფექციური დაავადების კვლევაში მილიარდობით დოლარი ჩადო, COVID-19-ის საპასუხოდ 250 მილიონი დოლარი უკვე გამოყო. ფონდის მიხედვით, ისინი თანხით ღარიბ მოსახლეობას ვირუსისთვის მომზადებაში ეხმარებიან და COVID-19-ის ვაქცინის შექმნის დაჩქარებას უწყობენ ხელს.