ProductHunt: პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მარტივი გზა — Matter
აპლიკაცია Matter თანამშრომლების ან მომხმარებლების გამოკითხვის საშუალებით საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
ძალიან ხშირად საკუთარი პროდუქტიულობისა და შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის თანამშრომლები ელოდებიან კვარტალურ ან წლიურ ანგარიშს, რომელიც პირადი პროფესიული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად არც თუ ისე დიდ ინფორმაციას გვაწვდის.
Matter გვაძლევს საშუალებას რეგულარულად, ერთგვარი თამაშის ფორმატში გამოვკითხოთ თანამშრომლები ჩვენ პროფესიულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით, მოვისმინოთ მათი შენიშვნები და ასეთი სახით საკუთარი თავის უკეთეს ვერსიის შექმნაზე ვიმუშაოთ.
Matter-ს, სტანდარტული შეფასებისგან განსხვავებით, აქვს შესაძლებლობა, რომ ყურადღება კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე გაამახვილოთ და გამოკითხოთ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მიგაჩნიათ, რომ ამ შეფასებაში კომპეტენტური იქნება.
პროფესიული განვითარების ახალ აპლიკაციას უკვე იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Dribble, Adobe და Airbnb.
"საოცარი აპლიკაციაა. მასში არსებული ინტერფეისი, რომელიც შენიშვნებისა თუ შეფასების მოთხოვნის გაგზავნის და უკუკავშირის მიღების საშუალებას მაძლევს ძალიან მოსახერხებელია", — Dribble-ის პროდუქტების განვითარების მენეჯერი.
აპლიკაციის შემქმნელების აზრით, საკუთარი უნარ-ჩვევების ყოველთვიური გადამოწმება საბოლოოდ თანამშრომლის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
სერვისი ერთ წლიანი დახურული ბეტა ტესტირების შემდეგ დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
კომენტარები