მკვლევრებმა მეტეორიტის დაცემით ადამიანის დაღუპვის პირველ სანდო ცნობას მიაგნეს
თურქეთის სახელმწიფო არქივებში მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, 1888 წლის 22 აგვისტოს უცნაური მოვლენა მოხდა. კოსმოსიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა ადამიანი მოკლა.
ეს არის პირველი საბუთი იმისა, რომ დედამიწაზე დაშვებულმა ციურმა სხეულმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწა მეტეორიტებით მუდმივად იბომბება, უცნაურია, რომ აქამდე მსგავსი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირებული არ ყოფილა.
დედამიწის ატმოსფეროში ყოველ წუთას ათასობით პატარა ქვა იჭრება, რომელთა უმეტესობაც ცაშივე ორთქლდება. თუმცა NASA-ს გამოთვლებით, დედამიწის ზედაპირს ყოველდღიურად 17-მდე მეტეორი აღწევს.
არქივში მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, პატარა სოფლის (რომელიც ახლა ერაყის ტერიტორიაზეა) თავზე ცეცხლოვანი ბურთი გაჩნდა, მოგვიანებით კი ციდან "ქვების წვიმა" წამოვიდა.
როგორც ჩანს, ამ მეტეორიტების წვიმას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. გარდა ამისა, რადგან ეს ინფორმაცია ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტშია აღწერილი, ექსპერტებს მის ავთენტურობაში ეჭვი არ შეაქვთ.
ამ უახლესი მიგნების გარდა ერთადერთი ცნობილი შემთხვევა, როცა მეტეორიტმა ადამიანი დააზარალა, 1954 წელს დაფიქსირდა, როცა მეტეორიტმა საწოლზე წამოწოლილ ან ჰოჯს მენჯის ძვალი დაუზიანა.
კომენტარები