Facebook სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისკენ მოწოდებს კრძალავს. ინფორმაცია კომპანიამ უკვე დაადასტურა.

ფეისბუქ ღონისძიებები კარანტინის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ, რომელიც კალიფრონიაში, ნიუ-ჯერსიში და ნებრასკაში მიმდინარეობდა პლატფორმაზე მას შემდეგ წაიშალა, რაც Facebook-მა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაცია გაიარა.

"მოვლენები, რომლებიც სახელმწიფოს მითითებას სოციალური დისტანცირების შესახებ არ ემორჩილება, Facebook-ზე არ დაიშვება. თუ ღონისძიებები მთავრობის მიერ აკრძალული არ იქნება, ადამიანებს Facebook-ზე მათი ორგანიზების საშუალებას მივცემთ. თუმცა ორგანიზატორებს არ შეუძლიათ ისეთი შეხვედრების ჩატარება, რომლებიც ჯანდაცის სფეროს მითითებებს ეწინააღმდეგება", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

რამდენიმე ჯგუფმა პროტესტი უკვე დაგეგმა ან განახორციელა. ქალაქ ლენსინგში ჩატარებული საპროტესტო აქციის დროს მანქანაში დარჩენის ბრძანება არ შეასრულეს და მიიჩნევენ, რომ ასე მათ ინფიცირების რისკები გაზარდეს.

Facebook-ის განცხადებით, კომპანია ვირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალურად შეუშლის ხელს, ახლა კი იგი საკმაოდ ფრთხილ გზას გადის საზიანო კონტენტის წაშლასა პოლიტიკური პროტესტის ცენზურის თავიდან აცილებას შორის.